Войти на сайт
Логин:
პაროლი:
რეგისტრაცია  :  დაგავიწყდა პაროლი?  :  დახურვა
Рекомендуем так же посмотреть фильмы и не забудьте о шаблоны dle на нашем ресурсе скачать аниме у нас на портале
ჩვენს შესახებ მოგვწერეთ კონტაქტი

თხილის საწარმო ვანის სოფელში, რომლის პროდუქცია საზღვარგარეთ იყიდება

თარიღი : 28-10-2021, 11:07 | კატეგორია: ახალი ამბები, მთავარი თემა   
topnews.com.ge
ვანის სოფელ ამაღლებაში არსებულ თხილის გადამამუშავებელ საწარმოში 60 ადამიანია დასაქმებული, მათ შორის 45 ქალი.

ქარხანაში ფუნქციონირებს თხილის სამტვრევი, საშრობი, სახალავი საამქროები, არის თხილის გადასარჩევი დარბაზი, საწყობი, სასადილო დარბაზი და ოფისი.

“საწარმოს ფუნქციონირებას ხელს უწყობს სხვადასხვა სახელმწიფო პროგრამები/გრანტები: 2015 წელს თხილის სახალავი საამქროს დანადგარების შეძენა დაფინანსდა სახელმწიფოს მიერ, 2019 წელს ასევე სახელმწიფომ დააფინანსა თხილის ანალიზის ხელსაწყოსა და დანადგარის შესყიდვა,”-აცხადებენ ვანის ტურიზმის ცენტრში,

თხილის საწარმოსთვის ნედლეულის ძირითად წყაროს ვანის მუნიციპალიტეტის სოფლებში მოყვანილი თხილის მოსავალი წარმოადგენს. ასევე, ხდება პროდუქციის შესყიდვა მეზობელ მუნიციპალიტეტებსა და რეგიონებში.

საწარმოო პროცესი მოიცავს შემდეგ ეტაპებს: გაუტეხავი თხილის მიღება, შრობა, თხილის დამტვრევა, გასუფთავება და დაკალიბრება, თხილის გულის ხელით გადარჩევა, მოხალვა, ბლანშირება, შეფუთვა, დასაწყობება. შესაძლებელია შემდეგი პროდუქციის წარმოება: გაუტეხავი თხილის გული, თხილის გული სხვადასხვა კალიბრის, მოხალული თხილის გული, ბლანშირებული თხილის გული, თხილის ფქვილი.

წარმოებული პროდუქცია ძირითადად ექსპორტზე შემდეგ ქვეყნებში გადის: იტალია, პოლონეთი, საფრანგეთი, საბერძნეთი, გერმანია და უკრაინა.


ნანახია: 467-ჯერ

მსგავსი სიახლეები
დაგეგმილია საკონსულტაციო სამუშაოების ჩატარება.
ზესტაფონის მუნიციპალიტეტის სოფელ ქვედა საქარაში თხილის გადამამუშავებელმა საწარმომ დაიწყო ფუნქციონირება.
თხილის ქარხანაში გრიგოლ ლილუაშვილთან ერთად თბილისის მერი დავით ნარმანია იმყოფებოდა.

ამინდი