Войти на сайт
Логин:
პაროლი:
რეგისტრაცია  :  დაგავიწყდა პაროლი?  :  დახურვა
Рекомендуем так же посмотреть фильмы и не забудьте о шаблоны dle на нашем ресурсе скачать аниме у нас на портале
ჩვენს შესახებ მოგვწერეთ კონტაქტი

გუმათის მოსახლეობა ფართომასშტაბიანი აქციის გამართვით იმუქრება

თარიღი : 6-05-2014, 13:47 | კატეგორია: ახალი ამბები, საზოგადოება   
topnews.com.ge
გუმათის დასახლებაში ადგილობრივი მცხოვრებლების საპროტესტო აქცია გაიმართა. დასახლებაში მცხოვრები 450–მდე ოჯახი გაზიფიცირებისა და კანალიზაციის სისტემის მოწესრიგებას ითხოვს. მათი თქმით, 2012 წლის ბოლოს ბუნებრივი აირის მილები დასახლებაში მისასვლელ გზამდე მიიყვანეს, თუმცა, ორი წელია მილების ცენტრალურ მაგისტრალზე დაერთება ვერ მოხერხდა. ადგილობრივები "სოკარს" მიმართავენ და გაზიფიცირების პროცესის დასრულებას მოითხოვენ.
მეორე პრობლემა რაც გუმათლებს აწუხებთ, მოუწესრიგებელი კანალიზაციაა. არხზე დაერთებული კანალიზაცია ყოველი წვიმის შემდეგ ქუჩებზე ანტისანიტარიას და გაუსაძლის ვითარებას ქმნის.
"როგორც კი გაწვიმდება, ივსება ეს არხი და მთელი ფეკალური მასები ქუჩაზა გადმოდის. ვის არ ვთხოვეთ დახმარება, ხანდახან საკუთარი ძალებითაც ვწმენდთ, მაგრამ ვიდრე მათი მილებში მოქცევა არ მოხდება, პრობლემა ვერ მოგვარდება",–ამბობს გუმათის დასახლების მცხოვრები ელგუჯა სიმსივე.
გუმათლების საპროტესტო აქციას "გაერთიანებული ოპოზიციის" მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატებიც დაესწრნენ და ხელისუფლებას რეაგირებისკენ მოუწოდეს.
"არც "სოკარმა" და არც ქუთაისის მერიამ პასუხი არ მოგვწერა ჩვენ წერილზე, რაც ამ ხალხის აბუჩად აგდებას ნიშნავს. თუ ამ კვირაში არ მოახდენს ადგილობრივი ხელისუფლება რეაგირებას, ვდებთ პირობას, რომ ისინი მიიღებენ ფართომასშტაბიან აქციას პარლამენტთან",–ამბობს გოგი წულაია.
"ხელისუფლებას მხოლოდ არჩევნების წინ არ უნდა ახსენდებოდეს ხალხი. მანამდეც და შემდეგაც უნდა იზრუნონ მათ პრობლემებზე. ხალხი გაუსაძლის მდგომარეობაშია და ასეთი გულგრილობა დანაშაულის ტოლფასია",–აცხადებს ლია გვენეტაძე.
ადგილობრივი თვითმმართველობის მიერ მოთხოვნების გაუთვალისიწინებლობის შემთხვევაში, გუმათის მოსახლეობა პარლამენტის წინ ფართომასშტაბანი აქციის გამართვას აპირებს.


ნანახია: 1732-ჯერ

მსგავსი სიახლეები
ქუთაისში გუმათის დასახლებაში, სადაც 500 - მდე ოჯახი ცხოვრობს, გაზიფიცირების პროცესი დაიწყო.
როგორც ადგილობრივები ამბობენ, წლებია მათ დასახლებაში ბუნებრივი აირის პრობლემაა.
გუმათის დასახლებაში 8159 გ/მ საშუალო წნევის მაგისტრალის მშენებლობა განხორციელდა,
შოთა მურღულია მოსახლეობასაც შეხვდა და მიმდინარე პრობლემებს გაეცნო. ადგილობრივები ამბობენ, რომ გუმათში გაზი არასოდეს ყოფილა,
მოსახლეობის თქმით, საპარლამენტო და საპრეზიდენტო არჩევნებზე ადგილობრივებს დასახლებაში არსებული პრობლემების მოგვარებას
ქუთაისში მდებარე საქართველოს პარლამენტთან იპოთეკური სესხებით დაზარალებული მოქალაქეების საპროტესტო აქცია გაიმართა.

ამინდი