Войти на сайт
Логин:
პაროლი:
რეგისტრაცია  :  დაგავიწყდა პაროლი?  :  დახურვა
Рекомендуем так же посмотреть фильмы и не забудьте о шаблоны dle на нашем ресурсе скачать аниме у нас на портале
ჩვენს შესახებ მოგვწერეთ კონტაქტი

რა მოხდა ქუთაისის ოპერის თეატრში და უთხრეს თუ არა უარი პაატა ბურჭულაძეს თეატრში შესვლაზე?

თარიღი : 26-10-2021, 15:46 | კატეგორია: ახალი ამბები   
topnews.com.ge
ქუთაისის ოპერის თეატრში პაატა ბურჭულაძე არ შეუშვეს-ინფორმაციას ამის შესახებ თავად ბურჭულაძე ავრცელებს.

“დღეს მინდოდა თეატრის მუსიკოსებსა და მენეჯმენტს ხატია დეკანოიძისთვის გაეცნოთ საკუთარი პრობლემები, ამიტომ მივედით თეატრთან. ვიცოდით რომ რეპეტიცია იყო დანიშნული. იქ კი ისე უცნაურად დაემთხვა, რომ როგორც კი გახდა ცნობილი ჩვენი მისვლის შესახებ, მოულოდნელად გამოცხადდა კარანტინი, საჭირო გახდა დეზინფექცია და თეატრი დაკეტეს. რატომღაც არც საოპერო თეატრის ხელმძღვანელმა ინება ჩემთან შეხვერა. არ იღელვოთ ჩემო მეგობრებო, ესეც გადაივლის და მე აუცილებლად მოვალ თქვენთან და რითაც შემეძლება გვერდით დაგიდგებით,”-აცხადებს ბურჭულაძე.

ბრალდებას პასუხობენ ოპერის თეატრში. თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელის ირინა ლომინაძის თქმით, სიცრუეა ის ფაქტი, რომ ბურჭულაძეს თეატრში შესვლაზე უარი უთხრეს. ლომინაძე განმარტავს, რომ პაატა ბურჭულაძემ მასთან მოინდომა შეხვედრა, თუმცა მან სუბიექტური მიზეზით უარი უთხრა.

“ბურჭულაძე წარმოადგენს ჩემთვის მიუღებელ პოლიტიკურ ძალას, შესაბამისად, სუბიექტური მიზეზით მე უარი ვუთხარი შეხვედრაზე,”-ამბობს ლომინაძე.


ნანახია: 197-ჯერ

მსგავსი სიახლეები
გოგი ჭიჭინაძემ ქუთაისის ოპერის თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელის თანამდებობაზე უარი თქვა.
ქუთაისი ვიცე-მერმა ნიკო კაჭკაჭიშვილმა, ბალანჩივაძეების სახელობის ოპერის თეატრის დასს, ახალი დირექტორი და სამხატვრო ხელმძღვანელი
ვედმედევას თქმით, ოპერის თეატრის ყოფილმა დირექტორმა თეატრს 700 კვადრატი დაუკარგა და ასევე თანხები არამიზნობრივად დახარჯა.
ქუთაისის ოპერისა და ბალეტის თეატრში შიდა რესტავრაცია მიმდინარეობს.
ქუთასის მელიტონ ბალანჩივაძის სახელობის ოპერისა და ბალეტის სახელმწიფო თეატრის გენერალური დირექტორი ხატია ვედმედევა ფოტოებს

ამინდი