Войти на сайт
Логин:
პაროლი:
რეგისტრაცია  :  დაგავიწყდა პაროლი?  :  დახურვა
Рекомендуем так же посмотреть фильмы и не забудьте о шаблоны dle на нашем ресурсе скачать аниме у нас на портале
ჩვენს შესახებ მოგვწერეთ კონტაქტი

“ხარაგაულის თეატრი არის მკვეთრად გამორჩეული და განსხვავებული სხვა სტატუსების მატარებელ თეატრებს შორის და ეს აისახება იმ უამრავ ჯილდოზე და ნომინაციებზე, რომელიც თეატრს მიღებული აქვს წლების განმავლობაში”

თარიღი : 26-10-2021, 12:49 | კატეგორია: ახალი ამბები, საზოგადოება   
topnews.com.ge
უმნიშვნელოვანესი პროექტის ,,ტელესპექტაკლები” -ს უნიკალურ არქივში ამჯერად ხარაგაულის ოთარ აბაშიძის სახელობის თეატრის (რეჟისორი, ირინე ჩხეიძე) სპექტაკლი ,,ორნი“ დაიდებს ბინას.

აჭარის ტელევიზიის გადამღები ჯგუფი ხარაგაულის თეატრს უკვე მესამედ ესტუმრა.

გადაღებები სამი დღის განმავლობაში მიმდინარეობდა.

ინფორმაციისთვის, აღნიშნული პროექტის ფარგლებში, რეგიონული თეატრების დადგმებთან ერთად გადაიღეს და ფართო საზოგადოებას გააცნეს ხარაგაულის თეატრის სამი სპექტაკლი.

,,რაც შეეხება ჩვენს ინტერესს ხარაგაულის თეატრის მიმართ, თითქმის ყოველწლიურად ვარ ფესტივალის ,,თეატრალური იმერეთის" ჟიურის წევრი. დაახლოებით, 7 წლის წინ ვნახე ხარაგაულის თეატრის სპექტაკლი ,,დარისპანის გასაჭირი", რომელიც ძალიან მომეწონა. მინდა გითხრათ, რომ სახალხო სტატუსის მატარებელ თეატრებს შორის ხარაგაული ერთ -ერთი საუკეთესო თეატრია თავისი შემოქმედებითი პოტენციალით და ღირებული რეპერტუარით, რამაც მოგვცა შესაძლებლობა დაგვერწმუნებინა ჩვენი შემოქმედებითი ჯგუფი რომ ხარაგაულის თეატრი ნამდვილად იმსახურებდა ჩვენ პროექტში კვლავ მონაწილეობას. ეს არის მესამე სპექტაკლი, რომელსაც ხარაგაულში ჩავწერთ.

ჩვენ ძირითადად სახელმწიფო სტატუსის მატარებელ თეატრებზე ვაკეთებთ აქცენტს და ერთადერთი გამონაკლისი თუ შეიძლება ითქვას არის ხარაგაულის თეატრი, რომელიც არაფრით არ ჩამოუვარდება თავის შემოქმედებით სახელმწიფო სტატუსის მატარებელ თეატრებს. მადლობა თეატრის რეჟისორს, ირინე ჩხეიძეს და დასს იმისთვის, რომ ის ნამდვილად ასრულებს იმ ეროვნულ მისიას, რისთვისაც უნდა არსებობდეს თეატრი. ყოველი სპექტაკლი, რაც მის რეპერტუარშია, ორიენტირებულოა შემეცნებაზე, ეროვნულ იდენტობაზე, თვითმყოფადობაზე, ეროვნული ცნობიერების გაღრმავებაზე. ძალიან მიხარია, რომ ხარაგაულში ასეთი დონის ადამიანები არიან, რომლებიც ქმნიან თეტარალურ ფესტივალს რეგიონში. ხარაგაულის თეატრი არის მკვეთრად გამორჩეული და განსხვავებული სხვა სტატუსების მატარებელ თეატრებს შორის და ეს აისახება იმ უამრავ ჯილდოზე და ნომინაციებზე, რომელიც თეატრს მიღებული აქვს სხვა წლების განმავლობაში,”-ამბობს თეატრმცოდნე, სატელევიზიო პროექტის ,,ტელესპექტაკლების" პროდიუსერი ნერონ აბულაძე.

საზოგადოებრივი მაუწყებელის აჭარის ტელევიზიასა და რადიოში თითქმის 6 წელია მიმდინარეობს პროექტი ,,ტელესპექტაკლები“, რომლის მიზანია, რეგიონების თეატრების სპექტაკლები შეინახოს, როგორც ისტორია.

სპექტაკლს ფართო საზოგადოება წლის განმავლობაში 4-ჯერ ნახავს.

“ტელესპექტაკლების“ გადამღები ჯგუფი სამომავლოდ ხარაგაულს ,,იმერული რექვიემის“ გადასაღებად ესტუმრება.


ნანახია: 291-ჯერ

მსგავსი სიახლეები
თეატრალური ფესტივალი 'თეატრალური იმერეთი 2016' გრძელდება

ამინდი