Войти на сайт
Логин:
პაროლი:
რეგისტრაცია  :  დაგავიწყდა პაროლი?  :  დახურვა
Рекомендуем так же посмотреть фильмы и не забудьте о шаблоны dle на нашем ресурсе скачать аниме у нас на портале
ჩვენს შესახებ მოგვწერეთ კონტაქტი

‘ქუთაისში უნდა იყოს პირველი არჩეული შერიფი,’-რა გეგმა აქვს ხატია დეკანოიძეს ქუთაისთან დაკავშირებით?

თარიღი : 25-10-2021, 21:36 | კატეგორია: ახალი ამბები, პოლიტიკა, მთავარი თემა   
topnews.com.ge
გაერთიანებული ოპოზიციის ქუთაისის მერობის კანდიდატმა ხატია დეკანოიძემ ის გუნდი დაასახელა, რომელთან ერთადაც მერობის შემთხვევაში ქუთაისის მართვას გეგმავს.

მისი თქმით, ის ყველა პოლიტიკურ ძალას ეპატიჟება, რათა ქუთაისი გამორჩეულ თვითმმართველ ბურჯად იქცეს. მისივე თქმით, ქალაქში დაბრუნდება პარლამენტიც.

“ვაპირებ ვიყო მერი, რომელიც იქნება სიტყვა, საქმე და ხმა თითოეული ქუთაისელის. საჯარო მოხელეებს არ მოუწევთ პოლიტიკური დავალებების შესრულება. ჩვენ ვიქნებით მომავალზე ორიენტირებული. ქუთაისში უნდა იყოს პირველი არჩეული შერიფი. ჩვენ მოვახერხებთ იმას, რომ ქუთაისმა აირჩიოს პირველი პოლიციელი და სუსი არ მართავდეს ამ ქალაქს. ამ ქალაქის ინფრასტრუქტურა იმსახურებს მეტს. გზების მოწესრიგების გარდა, ეს ქალაქი იმსახურებს მეტ სიმწვანეს. ადამიანებს უნდა ჰქონდეს შეგრძნება, რომ აქ დუღს ცხოვრება. მინდა ქუთაისს ჰქონდეს ძალიან ბევრი კალათბურთის მოედანი. ქუთაისი იქნება რეგიონალური კულტურის ცენტრი. ქუთაისი არის ყველაზე გამორჩეული ქალაქების ქალაქი,”-განაცხადა ხატია დეკანოიძემ.


ნანახია: 257-ჯერ

მსგავსი სიახლეები
მმართველი გუნდის წევრის თქმით, პარლამენტი აუცილებლად დედაქალაქში უნდა იყოს.
'შენების მოძრაობის' ქუთაისის მერობის კანდიდატმა ალუდა გოგლიჩიძემ ჟურნალისტებთან გაცნობითი ხასიათის შეხვედრა გამართა.

ამინდი