Войти на сайт
Логин:
პაროლი:
რეგისტრაცია  :  დაგავიწყდა პაროლი?  :  დახურვა
Рекомендуем так же посмотреть фильмы и не забудьте о шаблоны dle на нашем ресурсе скачать аниме у нас на портале
ჩვენს შესახებ მოგვწერეთ კონტაქტი

საჩხერიდან გატაცებული 6 მამაკაცი 4 დღეა ცხინვალის იზოლატორში იმყოფება

თარიღი : 5-05-2014, 20:53 | კატეგორია: პოლიტიკა   
topnews.com.ge
ჯონჯოლის საკრეფად წასული და გატაცებული საჩხერის სოფლების კორბოულისა და სხვიტორის მკვიდრი მამაკაცები, ოთხი დღეა ცხინვალის იზოლატორში იმყოფებიან. 6 მაკაცი ორ მაისს გაიტაცეს.
ერთ-ერთი გატაცებულის გოჩა პეტრიაშვილის მეუღლე ტატიანა ერმაკოვიჩი ამბობს, რომ მისი ქმარ-შვილი, რომელიც გატაცებულია, პირველად იყვნენ წასული ჯონჯოლის საკრეფად.
„მოტაცებულია ჩემი ქმარ-შვილი და მაზლიშვილი. დილით დამირეკეს და მითხრეს, რომ დაიჭირეს ისინი და ცხინვალში მიჰყავდათ. სხვა არაფერი ვიცით იმის მეტი, რომ ცხინვალში იზოლატორში იმყოფებიან. დღეს დამირეკეს და მითხრეს, რომ თუ იცით 10 000 უნდა გადაიხადოთ თითო კაცმაო. ქალმა, რომელმაც ამაზე დამირეკა, მითხრა, რომ ცხინვალში მუშაობდა და სხვა არაფერი დააზუსტა. ამდენი ფული რომ მქონებოდა, ჩემი ქმარ-შვილი ნამდვილად არ წავიდოდა ჯონჯოლზე,“ - აცხადებს ტატიანა ერმაკოვიჩი.
საჩხერის გამგებლის ამირან ნოზაძის განცხადებით, როგორც მისთვის არის ცნობილი, გატაცებულების დაბრუნების მიზნით, შესაბამისი სამსახურები მუშაობენ.
„იმედია სულ მალე ვნახავთ მათ დაბრუნებულს და ჯანმრთელებს. წელს გატაცების პირველი შემთხვევაა აქედან. პერევის მიმართულებით ოყო გატაცება და მალე დააბრუნეს. შარშანაც იყო ანალოგიური შემთხვევა. მრავლაჯერადი გაფრთხილების მიუხედავად, მოსახლეობა ჯონჯოლის საკრეფად მაინც გადადის,“- აცხადებს გამგებელი.


ნანახია: 1778-ჯერ

მსგავსი სიახლეები
საჩხერიდან საქართველოს კიდევ 7 მოქალაქე გაიტაცეს.
ოსი მესაზღვრეების მიერ ხაშური-საჩხერის საზღვრიდან ბოლო ორ კვირაში გატაცებული დაახლოებით 18-მდე პირიდან ამ დროისათვის მხოლოდ ხუთი
ბოლო პერიოდში საჩხერიდან 20–მდე ადამიანია გატაცებული
" საჩხერის სხვადასხვა სოფლებიდან დაკავებულები ერთ ოთახში ვიყავით და დღეში მხოლოდ ერთხელ გვაჭმევდნენ. სასამართლოზე 100 ლარის
არსებული ინფორმაციით, მათი დაკავება მაშინ მოხდა, როდესაც ჯონჯოლის საკრეფად იყვნენ
ისინი აფხაზეთში წინასწარი დაკავების იზოლატორში არიან მოთავსებული.

ამინდი