Войти на сайт
Логин:
პაროლი:
რეგისტრაცია  :  დაგავიწყდა პაროლი?  :  დახურვა
Рекомендуем так же посмотреть фильмы и не забудьте о шаблоны dle на нашем ресурсе скачать аниме у нас на портале
ჩვენს შესახებ მოგვწერეთ კონტაქტი

“მთავარია მონდომება, საკუთარი თავის რწმენა, ძალიან დიდი შრომა და ზუსტი მიზნის განსაზღვრა - რისთვის იბრძვი და რისკენ ისწრაფვი. და კიდევ ერთი-წარმატებისკენ მიმავალ გზაზე ყველაფერი არ მოსულა- წითელი ხაზები არასოდეს უნდა გადაკვეთო”

თარიღი : 11-09-2021, 19:48 | კატეგორია: ახალი ამბები, საზოგადოება, მთავარი თემა   
topnews.com.ge
იმერეთის მთავარი საინფორმაციო სააგენტო Topnews.com.ge ქუთაისის მერიის კულტურის, სპორტის, განათლებისა და ახალგაზრდობის საქმეთა განყოფილებასთან ერთად, ქალაქში მცხოვრები ნიჭიერი, სხვადასხვა შემოქმედებითი უნარით დაჯილდოვებული, საკუთარ სფეროში წარმატებული და საზოგადოებისათვის აქამდე უცნობის ახალგაზრდების აღმოჩენას და მათი წარმატების ისტორიის თქვენთვის გაზიარებას აგრძელებს.

Youth Media-ასეთია იმ პროექტის სახელწოდება, რომელიც ქუთაისის მერიის კულტურის, სპორტის, განათლებისა და ახალგაზრდობის საქმეთა განყოფილების მხარდაჭერით განხორციელდება და რომლის ფარგლებშიც, წარმატებული ახალგაზრდების აღმოჩენის პროცესი მომდევნო ერთი წლის განმავლობაში გაგრძელდება.

პროექტის ფარგლებში, იმერეთის მთავარ საინფორმაციო სააგენტო Topnews.com.ge-ზე განთავსდება სტატიები წარმატებული ახალგაზრდებისა და მათი წარმატების ფორმულის შესახებ, ასევე, მომზადდება ვიდეოსიუჟეტები ახალგაზრდებისათვის საინტერესო და აქტუალურ საკითხებზე.

“გაძლიერებული სურვილი მქონდა: ტელევიზიაში მემუშავა და ცნობადი სახე ვყოფილიყავი. ეს უფრო ბავშვობის ოცნება მეგონა, თუმცა ამის მერე მჯერა, რომ რასაც ძალიან მოინდომებ და დაიჯერებ, აუცილებლად აგისრულდება,”-პროექტის მორიგი რესპონდენტი ტელეკომპანია “იმედი”-ს იმერეთისა და რაჭა-ლეჩხუმ-ქვემო
სვანეთის ბიუროს ხელმძღვანელი ხათუნა მაისურაძეა. ბავშვობის ოცნება აიხდინა, თუმცა სასურველ მიზნამდე მისასვლელად გრძელი და რთული გზა გაიარა. ამაყობს იმით, რომ სირთულეების მიუხედავად, ადამიანად დარჩენა მოახერხა.
https://i.postimg.cc/SRnF9Lq7/64719946-BAA8-4-E9-A-9-FAB-37968-C0314-B6.jpg
“სიმართლე გითხრათ, ბავშვობიდან სხვა პროფესიაზე არც მიფიქრია. სკოლის მოსწავლე რომ ვიყავი, ჩანაწერების რვეული მქონდა, სადაც ინტერვიუებს ვწერდი-კითხვებს ვადგენდი და პასუხებსაც თავად ვცემდი. მერე სარკესთან დავდგებოდი და სათამაშო მიკროფონით ჩართვების იმიტაციებს ვაკეთებდი. ყველაზე დიდი წინააღმდეგობა პირველ რიგში, საკუთარ თავთან დავძლიე და გავხდი მეტად თავდაჯერებული, ძლიერი და მებრძოლი, რაც მანამდე ნამდვილად მაკლდა. ვისწავლე ადამიანების ცნობა და გადახარისხება. ყველაზე დიდი მონაპოვარია, დიდი დაბრკოლებებით სავსე გზა ისე გაიარო, დარჩე ადამიანად. ვფიქრობ, ეს მოვახერხე,”-ამბობს ხათუნა მაისურაძე.

ხათუნა გვიყვება, რომ ჰქონდა პერიოდი ცხოვრებაში, როდესაც პროფესიიდან წასვლა გადაწყვიტა, თუმცა აქვე აღნიშნავს, რომ პროფესია და საქმე, რომელსაც უკვე წლებია აკეთებს, იმდენად მისიანი გახდა, ჟურნალისტიკაზე უარის თქმა ვერ შეძლო.

“იყო წარმატებული ნიშნავს გყავდეს ბევრი მტერი და ცოტა კეთილისმსურველი. შესაბამისად, წარმატებამდე მისასვლელი გზაც ძალიან რთულად გასავლელია-მუდმივი ბრძოლა თავის დამკვიდრების, პროფესიული ზრდისა და განვითარებისთვის. საკმაოდ ბევრი წინააღმდეგობა უნდა გადალახო, რომ წარმატებამდე ღირსეულად მიხვიდე. იყო პერიოდები, როცა დაღლილობისგან მიფიქრია, რომ მორჩა, უკვე დროა კარიერა დავასრულო და ამ პროფესიიდან წავიდე. ვერასოდეს შევძელი ამ ნაბიჯის გადადგმა. ეს პროფესია იმდენად შენიანი ხდება, რომ ვერ ხვდები მის გარეშე რა უნდა აკეთო და ცხოვრება როგორ გააგრძელო,”-ამბობს ხათუნა მაისურაძე.

საყვარელი პროფესით მუშაობის გარდა, ხათუნა საოჯახო რესტორნის მართვასა და ქუთაისის ახალგაზრდული ცენტრის მედიასკოლის საქმიანობაშიც არის ჩართული. ამბობს, რომ პარალელურ რეჟიმში რამდენიმე საქმის ერთმანეთისთვის შეთავსება საკმაოდ რთული, თუმცა შესაძლებელია.

“ძალიან დიდ ენერგიას და შრომას მოითხოვს. ყველაზე მნიშვნელოვანი დროის მენეჯმენტია და თუ ამას სწორად დაგეგმავ, რამდენიმე საქმის პარალელურად კეთება პირადი გამოცდილებით, შესაძლებელი ხდება,”-გვეუბნება ხათუნა.

ადამიანებს, ახალგაზრდებს და ნებისმიერს, ვისაც საკუთარი თავისა და მიზნების რეალიზება სურს, ხათუნა პირადი გამოცდილებით ურჩევს:

“მთავარია მონდომება, საკუთარი თავის რწმენა, ძალიან დიდი შრომა და ზუსტი მიზნის განსაზღვრა - რისთვის იბრძვი და რისკენ ისწრაფვი. და კიდევ ერთი-წარმატებისკენ მიმავალ გზაზე ყველაფერი არ მოსულა- წითელი ხაზები არასოდეს უნდა გადაკვეთო. იყო წარმატებული დიდი პასუხისმგებლობა და მონაპოვარია. ამას გაფრთხილება სჭირდება,”-ამბობს ხათუნა მაისურაძე.


ნანახია: 225-ჯერ

მსგავსი სიახლეები

ამინდი