Войти на сайт
Логин:
პაროლი:
რეგისტრაცია  :  დაგავიწყდა პაროლი?  :  დახურვა
Рекомендуем так же посмотреть фильмы и не забудьте о шаблоны dle на нашем ресурсе скачать аниме у нас на портале
ჩვენს შესახებ მოგვწერეთ კონტაქტი

ქუთაისელი რაგბისტი, რომელმაც პირველი, განსაკუთრებული გამარჯვება მოიპოვა

თარიღი : 23-10-2021, 09:58 | კატეგორია: ახალი ამბები, საზოგადოება, მთავარი თემა   
topnews.com.ge
იმერეთის მთავარი საინფორმაციო სააგენტო Topnews.com.ge ქუთაისის მერიის კულტურის, სპორტის, განათლებისა და ახალგაზრდობის საქმეთა განყოფილებასთან ერთად, ქალაქში მცხოვრები ნიჭიერი, სხვადასხვა შემოქმედებითი უნარით დაჯილდოვებული, საკუთარ სფეროში წარმატებული და საზოგადოებისათვის აქამდე უცნობის ახალგაზრდების აღმოჩენას და მათი წარმატების ისტორიის თქვენთვის გაზიარებას აგრძელებს.

Youth Media-ასეთია იმ პროექტის სახელწოდება, რომელიც ქუთაისის მერიის კულტურის, სპორტის, განათლებისა და ახალგაზრდობის საქმეთა განყოფილების მხარდაჭერით განხორციელდება და რომლის ფარგლებშიც, წარმატებული ახალგაზრდების აღმოჩენის პროცესი მომდევნო ერთი წლის განმავლობაში გაგრძელდება.

პროექტის ფარგლებში, იმერეთის მთავარ საინფორმაციო სააგენტო Topnews.com.ge-ზე განთავსდება სტატიები წარმატებული ახალგაზრდებისა და მათი წარმატების ფორმულის შესახებ, ასევე, მომზადდება ვიდეოსიუჟეტები ახალგაზრდებისათვის საინტერესო და აქტუალურ საკითხებზე.

“ახალგაზრდული მედია” ამჯერად ლაშა ფხაკაძეს გაგაცნობთ. ლაშა აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის ზუსტ და საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა ფაკულტეტის გეოგრაფიის სპეციალობის პირველი კურსის სტუდენტი, ასევე, რაგბის კლუბ ,,აიას“ და რაგბიში საქართველოს 18 წლამდელთა ნაკრების წევრია.

ლაშა მეორე კლასში იყო, როცა რაგბით დაინტერესდა. მაშინ ვერც კი წარმოიდგენდა, რომ ბავშვური გატაცება დიდი სპორტული ცხოვრებისკენ მიმავალი გზის დასაწყისი იყო.

როგორც თქვენთვის ცნობილია, რაგბიში საქართველოს 18-წლამდელთა ნაკრებმა ახლახან ევროპის ჩემპიონატი მოიგო. 17 წლის სპორტსმენისთვის ეს პირველი უდიდესი წარმატებაა.

“მიხარია, რომ ბოლომდე ვიბრძოლეთ და გამარჯვება მოვიპოვეთ. ეს ჩემთვის პირველი განსაკუთრებული გამარჯვებაა, თუმცა ყველა მატჩი განსაკუთრებულია, როცა ვთამაშობ. სპორტსმენისათვის ყველა შეჯიბრება მნიშვნელოვანია. სამომავლოდ მინდა საქართველოს ნაკრებში ვითამაშო. მანამდე კი U20-ში ვიქნები. 20 წლამდელთა ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატისთვის ემზადება. იმედი მაქვს, რაგბის გულშემატკივრების გახარებას არაერთხელ შევძლებ,”-ამბობს ლაშა ფხაკაძე.

ლაშას სამომავლოდ დიდი გეგმები აქვს. სურს, რომ სპორტული კარიერა საზღვარგარეთ გააგრძელოს. უნდა ითქვას ისიც, რომ ამ დრომდე ლაშას მიერ გაწეულ შრომას უშედეგოდ არ ჩაუვლია და 17 წლის სპორტსმენით ფრანგული კლუბები უკვე დაინტერესდნენ.

ლაშა ფხაკაძემ იცის, რომ წინ გამოწვევებით სავსე, გრძელი და რთული გზა ელის. დარწმუნებულია, რომ ყველა გამოწვევას დაძლევს და საკუთარ ქვეყანას არაერთხელ
ასახელებს.


ნანახია: 467-ჯერ

მსგავსი სიახლეები

ამინდი