Войти на сайт
Логин:
პაროლი:
რეგისტრაცია  :  დაგავიწყდა პაროლი?  :  დახურვა
Рекомендуем так же посмотреть фильмы и не забудьте о шаблоны dle на нашем ресурсе скачать аниме у нас на портале
ჩვენს შესახებ მოგვწერეთ კონტაქტი

ხონში, ივანდიდის ამბულატორიაში მოქალაქეებს რეგისტრაციის გარეშე აცრიან

თარიღი : 23-10-2021, 09:27 | კატეგორია: ახალი ამბები, მთავარი თემა   
topnews.com.ge
ხონში, მოქალაქეებს რეგისტრაციის გარეშე ვაქცინაცია 25 ოქტომბრიდან, ორშაბათიდან, 5 დღის განმავლობაში, 11:00 საათიდან 16:00 საათამდე, ივანდიდის ადმინისტრაციული ერთეულის ამბულატორიაში შეეძლებათ.

მოქალაქეებს საშუალება ექნებათ არჩევანი სამი სახეობის ვაქცინას შორის (ფაიზერი, სინოფარმი და სინოვაკი) გააკეთონ.

აცრებს ქუთაისის ო. ჩხობაძის სახელობის რეგიონალური ცენტრის მედპერსონალი განახორციელებს, რომლებსაც დახმარებას ადგილობრივი ამბულატორიის ექიმები გაუწევენ.

ვაქცინაციის მარათონის მიმდინარე პროცესის უწყვეტ მონიტორინგს ჯანდაცვის სამინისტრო და დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრი მოახდენს.

პროექტი ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს, დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრისა და სახელმწიფო სამედიცინო ჰოლდინგის ინიციატივით ხორციელდება.


ნანახია: 575-ჯერ

მსგავსი სიახლეები

ამინდი