Войти на сайт
Логин:
პაროლი:
რეგისტრაცია  :  დაგავიწყდა პაროლი?  :  დახურვა
Рекомендуем так же посмотреть фильмы и не забудьте о шаблоны dle на нашем ресурсе скачать аниме у нас на портале
ჩვენს შესახებ მოგვწერეთ კონტაქტი

შოთა მურღულიას ანგარიში მედიას

თარიღი : 5-05-2014, 14:30 | კატეგორია: პოლიტიკა, მთავარი თემა   
topnews.com.ge
ქუთაისის მერის მოვალეობის ყოფილმა შემსრულებელმა და ქალაქის მერობის კანდიდატმა შოთა მურღულიამ ჟურნალისტებთან შემაჯამებელი შეხვედრა გამართა. პერსკონფერენციაზე მურღულიამ მისი მერის მოვალეობის შემსრულებლის პოსტზე ყოფნისას მიმდინარე და განხორციელებულ პროექტებზე ისაუბრა.
შეხვედრაზე ძირითადი აქცენტი ინფრასტრუქტურულ პროექტებზე გაკეთდა.
მურღულიას თქმით, 2014 წელს ადგილობრივი თვითმმართველობის ბიუჯეტიდან, მუნიციპალური და რეგიონალური განვითარების ფონდებიდან, ქალაქში ინფრასტრუქტურული სამუშაოების განსახორციელებლად 16 მილიონი ლარი გამოიყო. 3 მილიონი ლარით დაფინანსდა გზების რეაბილიტაციის პროგრამა. 755 ათასი ლარი კი ბიუჯეტმა ბოლო ოთხი თვის განმავლობაში ქონების პრივატიზების შედეგად მიიღო, რაც მურღულიას თქმით მნიშვნელოვნად განსხვავდება წინა წელს ამ მიმართულებით შემოსული თანხისგან.
მურღულიამ ასევე ისაუბრა პარკირების გზით შემოსულ თანხებზე და განაცხადა, რომ გასულ წელთან შედარებით ქალაქის ბიუჯეტმა პარკირებიდან შემოსავალი 10–ჯერ გაზარდა.
განხორციელებული პროექტების ჩამონათვალში მოხვდა საბინაო სამსახურის პროექტებიც. კერძოდ, მურღულიას ანგარიშის მიხედვით, ბოლო ხუთ თვეში 170 ამხანაგობის თავმჯდომარეს გადასახური მასალა გადაეცა, მოწესრიგდა 91 შიდა ეზო, კეთილმოეწყო 76 სადარბაზო და შეკეთდა 43 ლიფტი.
დეტალური ანგარიში ასევე შეეხო ტენდერებს. შეხვედრაზე ითქვა, რომ 2014 წელს ქალაქის თვითმმართველობამ 19 მილიონი ლარის ღირებულების 136 ტენდერი გამოაცხადა.
შეხვედრის დასასრულს, ქუთაისის მერობის კანდიდატი ასევე შეეხო ქალაქში არსებული მიტოვებული შენობების თემას. მისი თქმით, ეკონომიკის სამინისტროსთან მიმდინარეობს შესაბამისი მოლაპარაკებები, რათა აღნიშნული შენობები გადაეცეს ქალაქს და გამოყენებულ იქნას უსახლკაროთათვის.
ქუთაისის მერის მოვალეობის შემსრულებლის პოსტზე 5 თვიანი მოღვაწეობის შემაჯამებელი პრესკონფერენცია მურღულიამ ორმაისობის დღესასწაულზე საუბრით დაასრულა. მისი თქმით, ქალაქმა წინა წლებისგან განსხვავებით მრავალფეროვანი პროგრამებით და მცირე ბიუჯეტით იზეიმა გვირილობის დღესასწაული.
შოთა მურღულია დღეიდან შვებულებაში იმყოფება. იგი როგორც ქუთაისის მერობის კანდიდატი აქტიურად ერთვება წინასაარჩევნო კამპანიაში.


ნანახია: 2005-ჯერ

მსგავსი სიახლეები
განცხადება მურღულიამ ჟურნალისტებთან შეხვედრაზე გააკეთა
შოთა მურღულიამ 2014 წელს გამოცხადებული ტენდერების რაოდენობა და ქალაქის ბიუჯეტის შემოსავალი შეაჯამა
მურღულია ქუთაისის მერის პოსტზე „ქართული ოცნების“ კანდიდატი იქნება.
შოთა მურღულია ქალაქისათვის პრობლემურ საკითხად გზებისა და განათების მოწესრიგებას ასახელებს.
ქუთაისის მერის მოვალეობის შემსრულებლის შოთა მურღულიას თქმით, ქალაქის მომავალი წლის ბიუჯეტში, მთავარი პრიორიტეტი ინფრასტრუქტურული
სპორტის ოლიმპიურ სახეობაში საუკეთესო 28 სპორტსმენს ბანკში ანგარიში გაეხსნებათ და ისინი ერთი წლის განმავლობაში ყოველთვიურად

ამინდი