Войти на сайт
Логин:
პაროლი:
რეგისტრაცია  :  დაგავიწყდა პაროლი?  :  დახურვა
Рекомендуем так же посмотреть фильмы и не забудьте о шаблоны dle на нашем ресурсе скачать аниме у нас на портале
ჩვენს შესახებ მოგვწერეთ კონტაქტი

ეროვნული ბანკი მოქალაქეებს აფრთხილებს

თარიღი : 21-10-2021, 11:27 | კატეგორია: ახალი ამბები, მთავარი თემა   
topnews.com.ge
ეროვნული ბანკი მოქალაქეებს აფრთხილებს. ამის შესახებ ინფორმაციას ეროვნული ბანკი ავრცელებს.
„დაფიქსირდა რამდენიმე შემთხვევა, როდესაც მოქალაქეებს საქართველოს ეროვნული ბანკის სახელით უცნობი პირები დაუკავშირდნენ და მათ მიერ განხორციელებული საბარათე ტრანზაქციებით დაინტერესდნენ. ზოგიერთ შემთხვევაში კი ბარათის ნომრის გაზიარება ითხოვეს.

გვსურს გავაფრთხილოთ მომხმარებლები, რომ საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ არ ხორციელდება მომხმარებლის საბარათე მონაცემების მოთხოვნა. ამასთან, ზემოაღნიშნულ ფაქტთან დაკავშირებით საქართველოს ეროვნული ბანკი მიმართავს შესაბამის ორგანოებს.

ეროვნული ბანკი კიდევ ერთხელ მოუწოდებს მოქალაქეებს, განსაკუთრებული ყურადღება და სიფრთხილე გამოიჩინონ საკუთარი პერსონალური თუ საბანკო ინფორმაციის მოპყრობისას და არ გაუზიარონ ის მესამე პირებს, მაშინაც კი, როდესაც მსგავსი მოთხოვნა თითქოს ლეგიტიმური ორგანიზაციებიდან მოდის.
ნებისმიერი ინფორმაციის მოთხოვნის შემთხვევაში, მომხმარებელი უნდა დარწმუნდეს, რომ აღნიშნული მოთხოვნის საფუძველი ლეგიტიმურია.

დამატებითი შეკითხვების შემთხვევაში, გთხოვთ, დაუკავშირდეთ საქართველოს ეროვნული ბანკის ცხელ ხაზს - 2 406 406.

საფინანსო სფეროში ინფორმაციული უსაფრთხოებისადმი ცნობიერების ამაღლება საქართველოს ეროვნული ბანკის ერთ-ერთი პრიორიტეტია და ამ მიმართულებით არაერთი პროექტი უკვე განახორციელდა. აღსანიშნავია, რომ ეროვნული ბანკის ინიციატივით, საქართველოს საფინანსო სექტორი საერთაშორისო ტრადიციას უერთდება და წელს პირველად კიბერუსაფრთხოების ცნობიერების ამაღლების ერთობლივ კამპანიას იწყებს და კიბერცნობიერების ამაღლების თვესთან დაკავშირებულ აქტივობებს ფინანსური განათლების პორტალ ფინედუსა (www.finedu.gov.ge) და კომერციულ სექტორთან ერთად მთელი თვის განმავლობაში განახორციელებს.

შეგახსენებთ, რომ საქართველოს ეროვნული ბანკი, ფინანსური სექტორის მომხმარებელთა უფლებების დაცვის მიზნით, პერიოდულად ავრცელებს გაფრთხილებებს, ასევე, ინფორმაციას ფინანსურ თაღლითობებთან დაკავშირებით. მსგავსი შინაარსის მასალები განთავსებულია ეროვნული ბანკის ოფიციალურ და ფინანსური განათლების ვებგვერდზე,“-აღნიშნულია სებ-ის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.


ნანახია: 262-ჯერ

მსგავსი სიახლეები
ეროვნული ბანკიდან პირველი შეხვედრა ხვალ ქუთაისში გაიმართება.
ამის შესახებ ინფორმაცია ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებულ ბანკების 2017 წლის მე-4 კვარტლის ფინანსურ ანგარიშგებებშია მოცემული.
როგორც დიმიტრი ქუმსიშვილმა აღნიშნა, ის პირადად იცნობს და მხარს უჭერს აღნიშნულ პროექტს.

ამინდი