Войти на сайт
Логин:
პაროლი:
რეგისტრაცია  :  დაგავიწყდა პაროლი?  :  დახურვა
Рекомендуем так же посмотреть фильмы и не забудьте о шаблоны dle на нашем ресурсе скачать аниме у нас на портале
ჩვენს შესახებ მოგვწერეთ კონტაქტი

გამოიყენებს თუ არა შოთა მურღულია ადმინისტრაციულ რესურსს კანონდარღვევის გარეშე?

თარიღი : 5-05-2014, 13:08 | კატეგორია: ახალი ამბები, პოლიტიკა, მთავარი თემა   
topnews.com.ge
ქუთაისის მერის მოვალეობის უკვე ყოფილი შემსრულებელი შოთა მურღულია კოალიციამ ქუთაისის მერობის კანდიდატად ოფიციალურად დაასახელა, თუმცა, ჯერჯერობით მურღულია როგორც კანდიდატი დარეგისტრირებული არ არის, რაც მურღულიას ადმინისტრაციული რესურსის კანონდარღვევის გარეშე გამოყენების შესაძლებლობას აძლევს.
ყოფილი მმშ–ს პრივილეგირებული მდგომარეობის შესაძლო გამოყენებაზე საუბრობს პარტია "თავისუფალი საქართველოს" ქუთაისის ორგანიზაციის თავმჯდომარე გოგი წულაიაც. მისი თქმით, მურღულია რეგისტრაციის ვადის ამოწურვამდე მონაწილეობას მიიღებს ადგილობრივი თვითმმართველობის მიერ განხორციელებულ აქტივობებში, რაც დიდი შანსია წინასაარჩევნო კამპანიას დაემსგავსოს.
"ასე მოიქცა გია თევდორაძეც. ბოლო დღეს გაიარა რეგისტრაცია საპარლამენტო არჩევნებში და ბოლომდე ჩნდებოდა სხვადასხვა აქტივობებზე. პრაქტიკულად წინასაარჩევნო კამპანაის ატარებდა. ასე აპირებს ალბათ მურღულიაც",–ამბობს წულაია.
2014 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში რეგისტრაციის ბოლო ვადა 15 მაისია.


ნანახია: 1924-ჯერ

მსგავსი სიახლეები
2014 წლის 15 ივნისს კი ქალაქი ახალ მერს აირჩევს.
განცხადება მურღულიამ ჟურნალისტებთან შეხვედრაზე გააკეთა
მურღულია ქუთაისის მერის პოსტზე „ქართული ოცნების“ კანდიდატი იქნება.
ქუთაისის მერის მოვალეობის შემსრულებელი შოთა მურღულია აცხადებს, რომ „ქართული ოცნების“ ქუთაისის მერობის კანდიდატთან დაკავშირებით
პარტიამ დღესვე იუსტიციის მინისტრს თეა წულუკიანს წერილით მიმართა და ქუთაისში საარჩევნო სიების გასწორება სთხოვა, პარტიის წევრების
მურღულიას უხელფასო შვებულების ვადა ხვალ ეწურება

ამინდი