Войти на сайт
Логин:
პაროლი:
რეგისტრაცია  :  დაგავიწყდა პაროლი?  :  დახურვა
Рекомендуем так же посмотреть фильмы и не забудьте о шаблоны dle на нашем ресурсе скачать аниме у нас на портале
ჩვენს შესახებ მოგვწერეთ კონტაქტი

ქუთაისის ‘ტორპედო’-ს გულშემატკივრები რეგულაციებს აპროტესტებენ

თარიღი : 19-10-2021, 19:42 | კატეგორია: ახალი ამბები, მთავარი თემა   
topnews.com.ge
20 ოქტომბერს, ქუთაისის “ტორპედო”-სა და თბილისის “საბურთალოს” შორის, კრისტალბეთ ეროვნული ლიგის 30-ე ტურის შეხვედრა გაიმართება.

როგორც “ტორპედო”-ში აცხადებენ, მატჩი გულშემატკივრის თანდასწრებით შედგება.

“შესაძლებელი იქნება სტადიონის საერთო ტევადობის 33%-ის შესაბამისი გულშემატკივრის რაოდენობის დაშვება (რაც შეადგენს 3600 მაყურებელს).

კრისტალბეთ ეროვნული ლიგის ხელმძღვანელთა და უწყებათაშორისი საბჭოს გადაწყვეტილებით, მატჩებზე დასწრების მსურველებმა უნდა წარმოადგინონ ვაქცინაციის დამადასტურებელი დოკუმენტი ან 72 საათიანი ვალიდურობის PCR ტესტი, ან 24 საათიანი ვალიდურობის ანტიგენ (სწრაფი) ტესტის უარყოფითი პასუხი, ან ბოლო 6 თვის განმავლობაში კორონავირუსის გადატანის დამადასტურებელი ცნობა. აღნიშნული ვრცელდება არასრულწლოვან პირებზეც.

მატჩზე მოსულ მაყურებელს, რომელთაც შესაბამისი დოკუმენტაცია ექნება, შეუძლია ისარგებლოს მთავარ შესასვლელის მარცხნივ და მარჯვნივ არსებული კარით.

სტადიონის კარი 15:00 საათიდან გაიხსნება,”-ნათქვამია საფეხბურთო კლუბის განცხადებაში, რასაც გულშემატკივრები პროტესტით შეხვდნენ.

“იმის მაგივრად, ხალხი მოიზიდონ სტადიონებზე, პირიქით აკეთებს სახელმწიფო. ისედაც ცოტა ხალხი დადის თამაშებზე და ახლა საერთოდ უმაყურებლოდ ჩატარდება,”-აცხადებენ გულშემატკივრები.

ცნობისთვის, მატჩი 16:30 საათზე დაიწყება.


ნანახია: 183-ჯერ

მსგავსი სიახლეები
საუბარია 23 ოქტომბერს, 'ტორპედო'-სა და 'ლოკომოტივს' შორის ჩანიშნულ თამაშზე, სადაც "ტორპედო"-ს გულშემატკივრების მოედანზე დაშვების
ქუთაისის 'ტორპედო'-სა და თბილისის 'დინამოს' შორის ქუთაისში გამართული მატჩი ფრედ, ანგარიშით 1:1 დასრულდა.
15 ოქტომბერს ქუთაისის 'ტორპედო'-სა და თბილისის 'ლოკომოტივს' შორის მორიგი მატჩი გაიმართება.
15 ოქტომბერს ქუთაისის 'ტორპედო'-სა და თბილისის 'ლოკომოტივს' შორის მორიგი მატჩი, 19:00 საათზე, 'ტორპედო'-ს მოედანზე გაიმართება.

ამინდი