Войти на сайт
Логин:
პაროლი:
რეგისტრაცია  :  დაგავიწყდა პაროლი?  :  დახურვა
Рекомендуем так же посмотреть фильмы и не забудьте о шаблоны dle на нашем ресурсе скачать аниме у нас на портале
ჩვენს შესახებ მოგვწერეთ კონტაქტი

‘შეეცადნენ სიბინძურით დაერტყათ,’-ვის ადანაშაულებს ქუთაისის მერობის კანდიდატი მის მიმართ შავი პიარის აგორებაში?

თარიღი : 19-10-2021, 19:19 | კატეგორია: ახალი ამბები, მთავარი თემა   
topnews.com.ge
“ქართული ოცნების” ქუთაისის მერობის კანდიდატის იოსებ ხახალეიშვილის თქმით, “ნაციონალური მოძრაობა” მისი
დისკრედიტაციის მიზნით, კამპანიას აწარმოებს. ხახალეიშვილი აქვე აღნიშნავს, რომ დანებებას არ აპირებს და მედიით ტირაჟირებული ცილისწამებებისგან საკუთარი სიმართლის დაცვას გეგმავს.

„გასაგებია, არჩევნებში გამარჯვების მსოჭარბებული სურვილი ყველაფერზე წასვლისა და ყველაფრის კადრების მზადყოფნაში აყენებთ, მაგრამ ის მტკნარი და ბინძური სიცრუე, რაც ჩემ მიმართ შეთხზეს, ყოველგვარ ზღვარს სცილდება. ნაძირალა ადამიანების პრინციპია, როცა მიზნად ისახავენ, ადამიანი მდგომარეობიდან გამოიყვანონ, აბრალებენ ზუსტად იმას, რასაც მთელი ცხოვრება თვითონ ებრვის ან რასაც ძალიან უფრთხილდება. მთელი ცხოვრება ღირსეულად ვიცხოვრე, შვილებსაც ვცდილობ მივცე წესიერებისა და პატიოსნების პირადი მაგალითი და სწორედ ამ ღირსებაზე შეეცადნენ სიბინძურით დაერტყათ. თემაც შემთხვევითი არ არის - პიარის ზირითადი პრინციპით არის გათვლილი: ამ ქალაქში დავიბადე და გავიზარდე, უამრავი თანაქალაქელი ბავშვობიდან დღემდე მიცნობს და მახასიათებს როგორც წესიერ და პატიოსან კაცს. „ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენლები შეეცადნენ, სწორედ ამ პიროვნული მახასიათებლების გასანეიტრალებლად შეეთხზათ ბინძური მითი, რომელიც მათი აზრით, ღირსებით მცხოვრები კაცის იმიჯს დამინგრევდა და გამინადგურებდა. თუმცა არაფერი გამოუვიდათ, რადგან ამ ქალაქში მხოლოდ გაეცინათ მათ მდაბიურ ცილისწამებაზე. მაგრამ მე მყავს შვილები. ჩემი ოჯახით, ამ ქალაქში ვაპირებ ცხოვრებას და ყველაფერს გავაკეთებ კანონის ფარგლებში, რომ ჩემს შვილებს მისხალი უხერხულობის განცდა არ დარჩეთ მამის მიმართ ამ ბინძური ცილისწამების გამო!“ - განაცხადა იოსებ ხახალეიშვილმა.


ნანახია: 332-ჯერ

მსგავსი სიახლეები

ამინდი