ხონელ ფეხბურთელ გოგონებს იმერეთის გუბერნატორმა და ხონის მერმა საჩუქრები გადასცეს
თარიღი : 18-10-2021, 16:09 | კატეგორია: ახალი ამბები, მთავარი თემა

იმერეთში სახელმწიფო რწმუნებულმა ზვიად შალამბერიძემ ხონის მერთან, ლადო ჯურხაძესთან ერთად, 16 წლამდელ გოგონათა საფეხბურთო გუნდს გამარჯვება მიულოცა, წარმატებები უსურვა და სიმბოლურად გამარჯვების ქალღმერთის-ნიკეს ბრინჯაოს ფიგურა გადასცა (ნიკეს ქანდაკება - თარიღდება ძვ. წ. 150-100 წწ. აღმოჩენილია ვანის არქეოლოგიური გათხრების შედეგად). ხონის მუნიციპალიტეტის მერიამ კი გოგონათა გუნდი ფულადი პრიზით და მადლობის სიგელით დააჯილდოვა.
გუნდმა საქართველოს 16 წლამდელთა ჩემპიონატში მეორე ადგილი მოიპოვა.
16-წლამდე გოგონათა შორის 7x7-ზე საფეხბურთო ფესტივალის ფინალური ეტაპი, საქართველოს ფეხბურთის ფედერაციისა და Master League-ის ინიციატივით გაიმართა.
ფინალურ შეხვედრაში ერთმანეთს ხონისა და ადიგენის გუნდები დაუპირისპირდნენ. ხონმა მეორე ადგილი დაიკავა.
ფესტივალი ერთი თვის განმავლობაში მთელი საქართველოს მასშტაბით გაიმართა. გოგონათა საფეხბურთო ჩემპიონატში მონაწილეობა 400-მდე გოგონამ მიიღო.
პროექტი ქალთა და გოგონათა ფეხბურთის განვითარების 4-წლიანი სტრატეგიული გეგმის ნაწილია, რომელიც საქართველოს ფეხბურთის ფედერაციამ უეფასთან ერთად შეიმუშავა.
ხონში გოგონათა ფეხბურთის გუნდი 2017 წლიდან არსებობს. გუნდი არის იმერეთის ჩემპიონი მოსწავლეებს შორის და “კოკა-კოლას” თასის პრიზიორი.