Войти на сайт
Логин:
პაროლი:
რეგისტრაცია  :  დაგავიწყდა პაროლი?  :  დახურვა
Рекомендуем так же посмотреть фильмы и не забудьте о шаблоны dle на нашем ресурсе скачать аниме у нас на портале
ჩვენს შესახებ მოგვწერეთ კონტაქტი

ლეჩხუმელი ქალბატონი, რომელიც ხორბლის უძველეს ქართულ ჯიშებს აცოცხლებს

თარიღი : 18-10-2021, 14:18 | კატეგორია: ახალი ამბები, მთავარი თემა   
topnews.com.ge
“ზანდურის სახლი”-ასე ჰქვია ლეჩხუმის სოფელ ღვირიშში მდებარე იმ სახლს, რომლის დიასახლისი მანონი ახვლედიანი ხორბლის უძველეს ქართულ ჯიშებს-ზანდურსა და მახას საკუთარ კარ-მიდამოში აცოცხლებს და ამრავლებს. მისი სურვილია, რაც შეიძლება ბევრი ადამიანი დაინტერესდეს პურის ამ უძველესი სახეობებით.

“ზანდურის სახლში" ლეჩხუმის ეთნოგრაფიული მუზეუმია მოწყობილი შთამბეჭდავი ექსპონატებით.

ქალბატონი მანონი ხშირად მასპინძლობს ქართველ ვიზიტორებს და უცხოელ ტურისტებს. მასთან მოდიან გასტრო-ტურებით.

“ზანდურის სახლის” დიასახლისს განსხვავებული პროდუქტის დამზადების საკუთარი მეთოდი აქვს-თაფლის სანთელში დავარგებული ყველი, ალუბლითა და თაფლით დამზადებული სასმელი. აწარმოებს თაფლს.

მანონი ახვლედიანის საქმიანობას რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის მოადგილე მზია გიორგობიანი გაეცნო.

“ზანდურის სახლის" დათვალიერებამ ძალზედ დიდი შთაბეჭდილება მოახდინა ჩემზე. ქალბატონი მანონის უდიდესი შრომის შედეგად მართლაც იდეალური ადგილია შექმნილი ლეჩხუმში, სოფელ ღვირიშში ქართველი თუ უცხოელი ტურისტებისთვის. გარდა იმისა, რომ აქ პურის უძველესი ჯიშები ცოცხლდება და ამით დიდი საქმე კეთდება, “ზანდურის სახლი" მნიშვნელოვან როლს ასრულებს ლეჩხუმის პოპულარიზაციისთვის,"-აღნიშნა მზია გიორგობიანმა.


ნანახია: 171-ჯერ

მსგავსი სიახლეები