Войти на сайт
Логин:
პაროლი:
რეგისტრაცია  :  დაგავიწყდა პაროლი?  :  დახურვა
Рекомендуем так же посмотреть фильмы и не забудьте о шаблоны dle на нашем ресурсе скачать аниме у нас на портале
ჩვენს შესახებ მოგვწერეთ კონტაქტი

‘სულ მინდოდა წარმატებული ადამიანი ვყოფილიყავი და ჩემი ქყვეყანა მესახელებინა,’-ევროპის ჩემპიონი ძალოსანი გოგონა

თარიღი : 17-10-2021, 13:48 | კატეგორია: ახალი ამბები, მთავარი თემა   
topnews.com.ge
იმერეთის მთავარი საინფორმაციო სააგენტო Topnews.com.ge ქუთაისის მერიის კულტურის, სპორტის, განათლებისა და ახალგაზრდობის საქმეთა განყოფილებასთან ერთად, ქალაქში მცხოვრები ნიჭიერი, სხვადასხვა შემოქმედებითი უნარით დაჯილდოვებული, საკუთარ სფეროში წარმატებული და საზოგადოებისათვის აქამდე უცნობის ახალგაზრდების აღმოჩენას და მათი წარმატების ისტორიის თქვენთვის გაზიარებას აგრძელებს.

Youth Media-ასეთია იმ პროექტის სახელწოდება, რომელიც ქუთაისის მერიის კულტურის, სპორტის, განათლებისა და ახალგაზრდობის საქმეთა განყოფილების მხარდაჭერით განხორციელდება და რომლის ფარგლებშიც, წარმატებული ახალგაზრდების აღმოჩენის პროცესი მომდევნო ერთი წლის განმავლობაში გაგრძელდება.

პროექტის ფარგლებში, იმერეთის მთავარ საინფორმაციო სააგენტო Topnews.com.ge-ზე განთავსდება სტატიები წარმატებული ახალგაზრდებისა და მათი წარმატების ფორმულის შესახებ, ასევე, მომზადდება ვიდეოსიუჟეტები ახალგაზრდებისათვის საინტერესო და აქტუალურ საკითხებზე.

14 წლის მარიამ მურღვლიანი სპორტსმენია. ის სპორტის ერთ-ერთ სახეობას-ძალოსნობას მისდევს.

“სპორტის აღნიშნულ სახეობაზე გაყოლა იმიტომ გადავწყვიტე, რომ სულ მინდოდა წარმატებული ადამიანი ვყოფილიყავი და ჩემი ქყვეყანა მესახელებინა,”-აღნიშნავს მარიამი.
https://i.postimg.cc/8zvwD726/04828542-847-A-46-E4-A2-AA-3-F18-B8-AEA2-F1.jpg
მარიამ მურღვლიანი სხვადასხვა წონით კატეგორიაში რეკორდსმენია. არის ევროპის ჩემპიონი ძალოსნობაში. მიუხედავად იმისა, რომ ჯერ მხოლოდ 14 წლის არის, ცხრა რეკორდი აქვს დამყარებული და სამი ოქროს მედლის მფლობელი არის.

ამბობს, რომ შეჯიბრის წინ ნერვიულობა არ ჩვევია, თუმცა როდესაც წარმატება მოდის, დიდხანს უჭირს დაჯერება.

“ახლაც არ მჯერა, რომ ევროპის ჩემპიონი ვარ. უცხო ქვეყანაში, რომ შენი ქვეყნის ჰიმნი გესმის, ეს საერთოდ ენით აღუწერელი გრძნობაა. სამომავლოდ წინ დიდი გეგმები მაქვს. მინდა, რომ მსოფლიო ჩემპიონი გავხდე და ოლიმპიადაც მოვიგო. ჩემს თანატოლებს ვეტყოდი, რომ არ დაიზარონ, დაისახონ მიზანი და ყველაფერი გამოუვათ,”-ამბობს მარიამ მურღვლიანი.


ნანახია: 228-ჯერ

მსგავსი სიახლეები

ამინდი