Войти на сайт
Логин:
პაროლი:
რეგისტრაცია  :  დაგავიწყდა პაროლი?  :  დახურვა
Рекомендуем так же посмотреть фильмы и не забудьте о шаблоны dle на нашем ресурсе скачать аниме у нас на портале
ჩვენს შესახებ მოგვწერეთ კონტაქტი

როდის შეიკრიბება ქუთაისის საკრებულოს ახალი შემადგენლობა?

თარიღი : 15-10-2021, 15:29 | კატეგორია: ახალი ამბები, მთავარი თემა   
topnews.com.ge
ქუთაისის ახალი, მეშვიდე მოწვევის საკრებულოს სხდომა საოლქო საარჩევნო კომისიის მიერ არჩევნების შემაჯამებელი ოქმის გამოცემიდან 30 დღის ვადაში გაიმართება. საოლქო კომისია კი შემაჯამებელ ოქმს 16 ოქტომბერს გამოსცემს.

პირველ სხდომას ქუთაისის 59-ე საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე გახსნის, რომელიც სხდომის ხელმძღვანელობას დროებით თავმჯდომარეს, საკრებულოს უხუცეს წევრს იმ დრომდე გადაააბარებს, ვიდრე დეპუტატები ახალ თავმჯდომარეს არ აირჩევენ.

ქუთაისის 35 წევრიან საკრებულოში უმრავლესობა “ქართულ ოცნებას” ექნება. მმართველი გუნდის წევრების გარდა, საკრებულო “ნაციონალური მოძრაობის”, “გახარია-საქართველოსთვის” და “მესამე ძალის” წარმომადგენლებით დაკომპლექტდება.


ნანახია: 312-ჯერ

მსგავსი სიახლეები
სხდომაზე საკრებულოს თავმჯდომარეს, მის მოადგილეს და კომისიების თავმჯდომარეებს აირჩევენ
ახალი მოწვევის საკრებულო ერთ თვეში შეიკრიბება.
დეპუტატებს შედგები ავთანდილ ოსეფაიშვილმა გააცნო
ქუთაისის საკრებულოს 25 დეპუტატს მანდატები გადაეცათ.

ამინდი