Войти на сайт
Логин:
პაროლი:
რეგისტრაცია  :  დაგავიწყდა პაროლი?  :  დახურვა
Рекомендуем так же посмотреть фильмы и не забудьте о шаблоны dle на нашем ресурсе скачать аниме у нас на портале
ჩვენს შესახებ მოგვწერეთ კონტაქტი

“ერთ კვირაში საქართველოში საწვავი კიდევ გაძვირდება”

თარიღი : 15-10-2021, 15:09 | კატეგორია: ახალი ამბები, მთავარი თემა   
topnews.com.ge
“საქართველოში მომდევნო ერთი კვირის განმავლობაში საწვავი კიდევ გაძვირდება“ – ამის შესახებ „ვისოლ პეტროლიუმ ჯორჯიას“ გენერალურმა დირექტორმა ვასილ ხორავამ გადაცემა „საქმის კურსში“ მსოფლიოსა და საქართველოში საწვავის გაძვირების ფაქტორებზე საუბრისას განაცხადა.

მისი თქმით, „ვისოლ პეტროლიუმ ჯორჯიამ“ სექტემბრის მეორე ნახევრიდან მსოფლიოში საწვავზე გაზრდილი ფასების მიუხედავად, ადგილობრივ ბაზარზე საწვავის გაძვირებისგან მომხმარებელი არსებული მარაგების საშუალებით დაიცვა, თუმცა დღეს უკვე ფასის შენარჩუნება მზარდი ტრენდის პირობებში შეუძლებელი ხდება.

„კომპანიის არსებული მარაგების ხარჯზე, სექტემბრის მეორე ნახევრიდან დაწყებული ფასების ზრდა მომხმარებელმა ვერ იგრძნო. დღეს არსებული ნაშთებით ზაფხულის ფასების შენარჩუნების საშუალება გვაქვს. შესაბამისად, დღემდე ფასების სტაბილურობა უზრუნველვყავით.

„ჰელინიკ პეტროლიუმი“, რომელიც ჩვენი ძირითადი მომწოდებელია, მათი გემი წინა კვირას დაიცალა და დასაწყობება მიდის, ამიტომ შიდა ბაზარზე საწვავზე ფასების ზრდას უნდა ველოდოთ. სექტემბრის დატვირთვიდან გამომდინარე საბრუნავი პროდუქტების შევსება მოხდა და ამის ასახვა ბაზარზე უახლოესი ერთი კვირის განმავლობაშია მოსალოდნელი. ეს ტრენდი მხოლოდ ერთი კომპანიისთვის არ არის დამახასიათებელი და ფასის ცვლის ციკლი ალბათ სხვა კომპანიებზეც აისახება“, - განმარტა ვასილ ხორავამ.

„ვისოლ პეტროლიუმ ჯორჯიას“ გენერალური დირექტორის თქმით, ბოლო ორი თვის განმავლობაში მსოფლიოში, საწვავზე ფასების დინამიკა მზარდია.

„საწვავის ფასის ზრდის ტრენდი სექტემბრის მეორე ნახევრიდან დაიწყო და საკმაოდ გაიზარდა. წლიურ ჭრილში რომ შევხედოთ, 2020 წლის ოქტომბრის მაჩვენებელი პლაცზე იყო 400 დოლარი და სამწუხაროდ, დღეს 1 ტონა საწვავის ღირებულება 800 დოლარია. ნავთობის და საცალო პროდუქტების ფასის გამოთვლაში ორი კომპონენტია, ამ ორი კომპონენტიდან ძირითადი დღეს ნავთობის საერთაშორისო ფასია, რომელიც კრიტიკულად გაზრდილია.

მსოფლიოში არსებული პროგნოზებით ნავთობის ფასი ბარელზე შესაძლოა 82-82 დოლარიდან 90 დოლარამდე გაიზარდოს“, - განაცხადა კომპანიის ხელმძღვანელმა.

მისი შეფასებით, ნავთობზე გაზრდილი მოთხოვნის პირობებში „ოპეკმა“ სწორი გადაწყვეტილება უნდა მიიღოს და ნავთობის მოპოვების კვოტები უნდა გაზარდოს.

„ვფიქრობთ, რომ „ოპეკის“ მიერ კვოტების გაზრდა და ნავთობის მოპოვების ზრდა სწორი გადაწყვეტილება იქნება, რომელიც გარკვეულწილად ამ ისტერიულ ზრდას დაარეგულირებს“, - აღნიშნა ხორავამ.

ცნობისთვის: ნავთობროდუქტების იმპორტიორთა კავშირის განცხადებით, ბოლო დღეებში საქართველოში საბითუმო ბაზარზე საწვავის ფასის მნიშვნელოვანმა ზრდამ, არაბრენდირებულ გასამართ სადგურებზე საწვავი გააძვირა.

დღეისათვის საწვავის საშუალო ფასები ბრენდირებულ გასამართ სადგურებზე შეადგენს:

რეგულარის ტიპის ბენზინი - 2,81-3,09 ლარი/ლიტრაზე;
პრემიუმის ტიპის ბენზინი - 3,07-3,18 ლარი/ლიტრაზე;
სუპერის ტიპის ბენზინი - 3,15-3,26 ლარი/ლიტრაზე;
ევრო დიზელის საწვავი - 2,87-3,07 ლარი/ლიტრაზე;
დიზელის საწვავი - 2,64-2,99 ლარი/ლიტრაზე;


ნანახია: 192-ჯერ

მსგავსი სიახლეები
ბენზინისა და დიზელის ფასმა თითქმის ყველა ბენზინგასამართ სადგურზე, დაახლოებით 4-6 თეთრით მოიმატა.
ბოლო პერიოდში ნავთობის ფასის მატება უკავშირდებოდა აშშ-ში ნავთობის სტრატეგიული მარაგის შემცირებას. 2017 წლის იანვრის შემდეგ აშშ-ში
საერთაშორისო ბაზარზე ფასების ცვლილება და ლარის კურსი თუ იმავე დონეზე დარჩა.
ნავთობპროდუქტების იმპორტიორთა კავშირის თავმჯდომარის ვანო მთვრალაშვილის თქმით, ზოგიერთ ბრენდირებულ ავტოგასამართ სადგურზე საწვავის

ამინდი