Войти на сайт
Логин:
პაროლი:
რეგისტრაცია  :  დაგავიწყდა პაროლი?  :  დახურვა
Рекомендуем так же посмотреть фильмы и не забудьте о шаблоны dle на нашем ресурсе скачать аниме у нас на портале
ჩვენს შესახებ მოგვწერეთ კონტაქტი

პროექტები, რომელიც სოფელ ლეღვანში, ხარაგაულის ხელისუფლების მიერ განხორციელდა

თარიღი : 15-10-2021, 13:13 | კატეგორია: ახალი ამბები, მთავარი თემა   
topnews.com.ge
ხარაგაულის მერის პირველი მოადგილე ვარლამ ჭიპაშვილი მერიის ინფრასტრუქტურისა და კეთილმოწყობის სამსახურის უფროსის მოვალეობის შემსრულებელთან, პეტრე შარიქაძესთან ერთად სოფელ ლეღვანში, ქვიანთის უბანში გზის რეაბილიტაციის სამუშაოებს გაეცნო.

სოფელში ბეტონის საფარის დაგება გზის 1076 მეტრ მონაკვეთზე მიმდინარეობს. პროექტი გარდამავალია. მიმდინარე წელს 200 000 ლარის სამუშაოები შესრულდება. პროექტის საერთო ღირებულება 250 077 ლარია.

,,ვფიქრობ, ეკლესიამდე მისასვლელი გზის რეაბილიტაცია ძალიან მნიშვნელოვანი პროექტია, როგორც ადგილობრივი მოსახლეობისთვის ასევე მომლოცველებისთვის.

მერის, კობა ლურსმანაშვილის მხრიდან გათვალისწინებული იქნა მოსახლეობის მოთხოვნა და ეს საკითხი დადებითად გადაწყდა.

ლეღვანში აღნიშნული ინფრასტრუქტურული პროექტის განხორციელებას ასევე აქტიურად უჭერდა მხარს საჩხერე -ჭიათურა - ხარაგაულის მაჟორიტარი დეპუტატი, პაატა კვიჟინაძე.

ეს არის სოფელი, სადაც ჩვენი ხელისუფლებაში ყოფნის პერიოდში ძალიან ბევრი ინფრასტრუქტურული პროექტი განხორციელდა,”-ამბობს ვარლამ ჭიპაშვილი.

სოფელ ლეღვანში დასრულდა სტიქიის შედეგად დაზიანებული გზის გასწვრივ საყრდენი კედლის/გაბიონის მოწყობა, რომელიც 147 445 ლარით დაფინანსდა.

რეაბილიტირებულია ლეღვან - მარელისის დამაკავშირებელი გზა.

მარელისი საჯარო სკოლის რეაბილიტაცია - პროექტზე

2 მილიონამდე ლარი დაიხარჯა მარელისის საჯარო სკოლის რეაბილიტაციის პროექტზე.

ხოლო დიდვაკეში მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლის აივნების რეაბილიტაციაზე - 201 850 ლარი.

ასევე, დასრულდა ცისკაძეების საუბნო გზის და სამსართულიან საცხოვრებელი კორპუსის საერთო სარგებლობის კიბის უჯრედების რეაბილიტაცია, ხუთსართულიანი ბინის სახურავის შეცვლა.

აღნიშნული პროექტი ხარაგაულის ადგილობრივი ბიუჯეტიდან 37 786 ლარით დაფინანსდა.

სოფელში, კიკაბოურის უბანში, ამჟამად მიმდინარეობს სტიქიის შედეგად დაზიანებული ხიდის აღდგენა/მშენებლობა. პროექტის ღირებულება 349 349 ლარია.


ნანახია: 316-ჯერ

მსგავსი სიახლეები

ამინდი