Войти на сайт
Логин:
პაროლი:
რეგისტრაცია  :  დაგავიწყდა პაროლი?  :  დახურვა
Рекомендуем так же посмотреть фильмы и не забудьте о шаблоны dle на нашем ресурсе скачать аниме у нас на портале
ჩვენს შესახებ მოგვწერეთ კონტაქტი

ქუთაისიდან, სააკაშვილის მხარდამჭერ აქციაზე მიმავალი ‘ნაციონალები’ ცოცხებით გააცილეს

თარიღი : 14-10-2021, 11:48 | კატეგორია: ახალი ამბები, მთავარი თემა   
topnews.com.ge
თბილისში, მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლების მოთხოვნით დაგეგმილი აქციიის მონაწილეები ქუთაისიდან ცოცხებით გააცილეს.

მოქალაქეები, რომლებმაც “ნაციონალური მოძრაობის” წინააღმდეგ პროტესტის ამგვარ ფორმას მიმართეს, აცხადებენ, რომ ისინი სოლიდარობას გამოხატავენ “ნაციონალური რეჟიმის” მიერ
დაზარალებული მოქალაქეების მიმართ და აცხადებენ, რომ მართლმსაჯულება უნდა ასრულდეს.

„ნაციონალური მოძრაობის“ ორგანიზებით, საქართველოს მესამე პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლების მოთხოვნით თბილისში აქცია გაიმართება. ორგანიზატორების ინფორმაციით, აქცია თავისუფლების მოედანზე 18:00 საათზე დაიწყება.

„მთავარი მიზეზი შეკრების რა არის - ჩვენი, ცალკე აღებული „ნაციონალური მოძრაობის“ ვალია, რომ მიხეილ სააკაშვილი იქ არ იყოს, სადაც მისი ადგილი არ არის. ეს არის აბსოლუტურად ღია აქცია და ვეპატიჟებით ყველას იმისთვის, რომ მთელმა მსოფლიომ და საერთაშორისო საზოგადოებამ დაინახოს და გაიგოს, რომ ასე არ არის ბიძინა ივანიშვილო - ვისაც გინდა დაიჭერ, ჩასვამ და შენი ბინძურ პროპაგანდით ტვინს გამოურეცხავ. ამიტომ სერიოზულად უნდა მოვეკიდოთ ამ თარიღს“, - განაცხადა მელიამ 9 ოქტომბერს.

როგორც ცნობილია, მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლების მოთხოვნით დაგეგმილ აქციას ოპოზიციური პოლიტიკური პარტიების ნაწილი არ უერთდება.


ნანახია: 601-ჯერ

მსგავსი სიახლეები
'ერთიანი ნაციონალური მოძრაობის' თავმჯდომარის თანამდებობა მიხეილ სააკაშვილის საქართველოში დაბრუნებამდე ვაკანტურად დატოვეს.

ამინდი