Войти на сайт
Логин:
პაროლი:
რეგისტრაცია  :  დაგავიწყდა პაროლი?  :  დახურვა
Рекомендуем так же посмотреть фильмы и не забудьте о шаблоны dle на нашем ресурсе скачать аниме у нас на портале
ჩვენს შესახებ მოგვწერეთ კონტაქტი

ხარაგაულის სოფელ ბორითში ადგილი, სადაც მერაბ კოსტავა გარდაიცვალა, ხელისუფლების წარმომადგენლებმა ყვავილებით შეამკეს

თარიღი : 13-10-2021, 16:14 | კატეგორია: ახალი ამბები   
topnews.com.ge
13 ოქტომბერს 1989 წელს, სოფელ ბორითში ტრაგიკულად გარდაიცვალა მერაბ კოსტავა.

დღეს მერაბ კოსტავას გარდაცვალების ადგილზე აღმართული მემორიალი მერის პირველმა მოადგილემ, ვარლამ ჭიპაშვილმა, კულტურის, განათლების, სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამსახურის უფროსთან, ირინე ჩხეიძესთან და მერიის სოციალური უზრუნველყოფის განყოფილების უფროსთან, ალექსანდრე ტაბატაძესთან ერთად ყვავილების გვირგვინით შეამკო.

ქართველი საზოგადო მოღვაწე, საქართველოს ეროვნული გმირი, დისიდენტი და უფლებადამცველი, საქართველოს ეროვნულ-განმათავისუფლებელი მოძრაობის გამორჩეული ლიდერი გახლდათ.

“მერაბ კოსტავა არის სიმბოლო მეგობრობის, გმირობის, შეუდრეკლობის და მამულიშვილობის.

მე ნამდვილად მეამაყება, რომ ხარაგაულის მერი, კობა ლურსმანაშვილი მერაბ კოსტავას თანამებრძოლი გახლდათ, მისი გზა ჯერ კიდევ ახალგაზრდობიდან დაკავშირებული იყო სამშობლოსთან, მის გაძლიერებასთან და თავისუფლებასთან.

მერაბ კოსტავას საქმიანობამ გადამწყვეტი როლი ითამაშა საქართველოს ეროვნულ-განმათავისუფლებელი მოძრაობის შექმნაში, ბრძოლასა და წარმატებაში. იგი აქტიურად იბრძოდა საზოგადოების გამთლიანებისთვის და სწორედ ამიტომ დღეს ყველა ქართველისთვის ის ეროვნული გმირია,”-ამბობს ხარაგაულის მერის პირველი მოადგილე ვარლამ ჭიპაშვილი.

1989 წლის ზაფხულში მერაბ კოსტავამ განაცხადა: „თუ ერთმანეთთან ვერ გამოვნახავთ სალაპარაკო ენას დღეს, შესაძლოა დადგეს დრო განუჭვრეტელი სიბნელისა, სადაც ჩვენ ერთმანეთს დაბრმავებული ვეძებდეთ და ვეღარ ვპოვებდეთ“.

სოფელ ბორითში, ტრაგედიის ადგილზე, ყოველი წლის 26 მაისს და 13 ოქტომბერს, ეროვნული გმირის მემორიალთან მისი მეგობრები და თანამებრძოლები, ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლები და სოფელ ბორითის მაცხოვრებლები იკრიბებიან.

კაცი ლეგენდა- სიცოცხლეშივე ასე მოიხსენიებდნენ მას.


ნანახია: 248-ჯერ

მსგავსი სიახლეები
მერაბ კოსტავა 1889 წლის 13 ოქტომბერს ხარაგაულის რაიონის სოფელ ბორითთან საეჭვო ვითარებაში მომხდარ ავტოავარიაში დაიღუპა.
ეროვნული გმირის ტრაგიკული გარდაცვალების ადგილზე აღმართულ მემორიალთან საპარლამენტო უმრავლესობის წევრები და კოსტავას მეგობრები და
ძეგლის პატივგებას "ნაციონალური მოძრაობის" წარმომადგენლებიც ესწრებოდნენ
მერაბ კოსტავას ძეგლის პატივგებას ქუთაისის მერი შოთა მურღულია, საკრებულოს თავმჯდომარე დავით დვალი და ადგილობრივი თვითმართველობის

ამინდი