Войти на сайт
Логин:
პაროლი:
რეგისტრაცია  :  დაგავიწყდა პაროლი?  :  დახურვა
Рекомендуем так же посмотреть фильмы и не забудьте о шаблоны dle на нашем ресурсе скачать аниме у нас на портале
ჩვენს შესახებ მოგვწერეთ კონტაქტი

‘ყოველდღე გლოვის დღე გვაქვს საქართველოში, აიცერით ხალხო’

თარიღი : 13-10-2021, 15:07 | კატეგორია: ახალი ამბები, მთავარი თემა   
topnews.com.ge
გასული 24 საათის განმავლობაში იმერეთში ვირუსის 1028 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა.

ინფიცირების მაღალ მაჩვენებელს ვაქცინაციის დაბალ ტემპს უკავშირებენ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის იმერეთის სამმართველოში. სამმართველოს ხელმძღვანელი მოქალაქეებს ვაქცინაციის პროცესში ჩართულობისკენ მოუწოდებს.

გოჩა გიორგიძის თქმით, თუ მოქალაქეები ვაქცინაციის მოწოდებას არ გაიზიარებენ, ინფიცირების გაზრდილი მაჩვენებლის ფონზე, ჰოსპიტალურმა სექტორმა შესაძლოა პაციენტების მიღება ვეღარ შეძლოს.

იმ ფაქტს, რომ ვაქცინების მარაგის არსებობის მიუხედავად, მოქალაქეები პასიურობენ და აცრაზე უარს აცხადებენ, ადასტურებენ იმუნიზაციის პროცესში ჩართულ სამედიცინო დაწესებულებებში. მედიკოსების განცხადებით, მომართვიანობა მკვეთრად შემცირებულია და მოქალაქეები საავადმყოფოს ძირითადად ვაქცინაციის მეორე დოზის მისაღებად აკითხავენ.

“ყოველდღე გლოვის დღე გვაქვს საქართველოში გარდაცვლილთა მაღალი რაოდენობის გამო. უმორჩილესად გთხოვთ ყველას-აიცერით,”-ამბობს გოჩა გიორგიძე.


ნანახია: 217-ჯერ

მსგავსი სიახლეები

ამინდი