ხარაგაულის საბავშვო ბაღების 600-მა აღსაზრდელმა სწავლა დაიწყო
თარიღი : 6-10-2021, 17:32 | კატეგორია: ახალი ამბები, მთავარი თემა

ხარაგაულის საბავშვო ბაღებში სასწავლო-სააღმზრდელო პროცესი დაიწყო.
ე.კიკნაძის სახელობის ხარაგაულის სკოლამდელ დაწესებულებათა გაერთიანების დირექტორის მამუკა ჭიპაშვილის ინფორმაციით, ახალ სასწავლო წელს სიახლეებით შეხვდა N1 საბავშვო ბაღი.
მისივე თქმით, ბაღი სრულიად აღიჭურვა ვიდეო-სამეთვალყურეო სისტემით, რომლის საშუალებითაც მშობლებს (დაინტერესებულ პირებს), შესაძლებლობა ექნებათ ეკრანის საშუალებით დააკვირდნენ სასწავლო პროცესს.
ხარაგაულის მუნიციპალიტეტის მასშტაბით, სულ 21 საბავშვო ბაღი და მარელისის სკოლამდელი მზაობის ჯგუფი ფუნქციონირებს.
მიმდინარე სასწავლო წელს, ხარაგაულის სკოლამდელი აღზრდის სექტორში 600 აღსაზრდელია რეგისტრირებული.
ინფორმაციისთვის, ხარაგაულში მიმდინარე წელს, სოფელ საღანძილესა და ვერტყვიჭალაში 2 ახალი საბავშვო ბაღი აშენდა.
სასწავლო პროცესი მუნიციპალიტეტის საბავშო ბაღებში კოვიდ რეგულაციების დაცვით წარიმართება.