ხარაგაულის სოფელ ვერტყვიჭალაში სასწავლო წელი ახალ სკოლაში დაიწყო
თარიღი : 6-10-2021, 12:50 | კატეგორია: ახალი ამბები, მთავარი თემა

იმერეთში სახელმწიფო რწმუნებული ზვიად შალამბერიძე, ხარაგაულის მერ კობა ლურსმანაშვილთან და მაჟორიტარ დეპუტატ პაატა კვიჟინაძესთან ერთად, სიმბოლურად სოფელ ვერტყვიჭალაში რეაბილიტირებულ სკოლას ესტუმრა, დაათვალიერა და მოსწავლეებსა და პედაგოგებს სასწავლო წლის დაწყება მიულოცა.
100 წლის წინ აშენებულ სკოლას სრული რეაბილიტაცია რეგიონული განვითარების და ინფრასტრუქტურის სამინისტროს მუნიციპალური განვითარების ფონდის ფინანსური მხარდაჭერით განხორციელდა და სამუშაოებისთვის 2 500 000-მდე ლარი დაიხარჯა.
აღნიშნული სკოლით 5 მიმდებარე სოფლის მოსახლეობა სარგებლობს. ამ ეტაპზე საჯარო სკოლაში 140 მოსწავლე არის რეგისტრირებული.
რეაბილიტირებული სკოლის შენობა თანამედროვე საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისია. პროექტის ფარგლებში მოხდა შენობის სრული რეაბილიტაცია, მოეწყო შშმ პირებისთვის ადაპტირებული გარემო, რეკრეაციული სივრცე და ღია სპორტული ინფრასტრუქტურა.
სკოლას აქვს ბიბლიოთეკა, კომპიუტერული ლაბორატორია, საბუნებისმეტყველო საგნების კაბინეტი. შენობაში განთავსებულია სპორტდარბაზი.
შენობის შიდა ნაწილში დამონტაჟებულია ლიფტი, ხოლო შენობის გარეთ პანდუსი მოეწყო, რომელიც შშმ პირებს შესაძლებლობას მისცემს უპრობლემოდ გადაადგილდნენ.
სოფელ ვერტყვიჭალას სკოლა 330 ბავშვზეა გათვლილი.
“იმერეთში ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტი საგანმანათლებლო ინფრასტრუქტურის მოწესრიგებაა. ამ მიმართილებით რეგიონში 2021 წელს აშენდა 7 საჯარო სკოლა და რეაბილიტაცია ჩაუტარდა 3 საჯარო სკოლას. ამჟამად მიმდინარეობს 3 საჯარო სკოლის მშენებლობა და 19 საჯარო სკოლის სრული რეაბილიტაცია, რომლის ღირებულება ჯამში 64 მლნ ლარზე მეტია,”-აცხადებს ზვიად შალამბერიძე.