Войти на сайт
Логин:
პაროლი:
რეგისტრაცია  :  დაგავიწყდა პაროლი?  :  დახურვა
Рекомендуем так же посмотреть фильмы и не забудьте о шаблоны dle на нашем ресурсе скачать аниме у нас на портале
ჩვენს შესახებ მოგვწერეთ კონტაქტი

ხატია დეკანოიძე ქუთაისის მერობისთვის ბრძოლას აგრძელებს

თარიღი : 3-10-2021, 14:18 | კატეგორია: ახალი ამბები, მთავარი თემა   
topnews.com.ge
“გაერთიანებული ოპოზიციის” ქუთაისის მერობის კანდიდატის, ხატია დეკანოიძის თქმით, აპირებს არჩევნების მეორე ტურში მონაწილეობას და დარწმუნებულია გამარჯვებაში.

“ჩვენმა მოქალაქეებმა გამოიჩინეს მართლაც სამოქლაქო ღირსება. ისინი მოვიდნენ, მოგვცეს ხმა და ყველაზე მნიშვნელოვანი აჩვენეს რეჟიმს, რომ დიახ რეჟიმის დამარცხება არის შესაძლენელი. მე ამაყი ვარ, რომ ჩემს მეგობებთან ერთად მივიღე ამ ისტორიულ პროცესში მონაწილეობა.

გუშინ “ქართულ ოცნებას” ჩაეშალა დაწყებული ზეიმი, განსაკუთრებით დიდ ქალაქებში, როდესაც ამბობდნენ, რომ აი ჩვენ მეორე ტურები არ გვექნება, პირდაპირ პირველ ტურში მოვიგებთ ყველა თვითმმართველ ქალაქში და განსაკუთრებით თბილისში, და გაღიმებული კალაძე სცენაზე დატოვეს.

დიახ, საქართველოს დიდმა ქალაქებმა რეჟიმს ბრძოლა გამოუცხადა,”-აცხადებს დეკანოიძე.

ცნობისთვის, ქუთაისში, მერის არჩევნების მეორე ტურში მონაწილეობას ხატია დეკანოიძე და “ქართული ოცნების” კანდიდატი იოსებ ხახალეიშვილი მიიღებენ.


ნანახია: 464-ჯერ

მსგავსი სიახლეები

ამინდი