Войти на сайт
Логин:
პაროლი:
რეგისტრაცია  :  დაგავიწყდა პაროლი?  :  დახურვა
Рекомендуем так же посмотреть фильмы и не забудьте о шаблоны dle на нашем ресурсе скачать аниме у нас на портале
ჩვენს შესახებ მოგვწერეთ კონტაქტი

ქუთაისში მერის ასარჩევად მეორე ტური გაიმართება

თარიღი : 3-10-2021, 09:05 | კატეგორია: ახალი ამბები, მთავარი თემა   
topnews.com.ge
ცენტრალური საარჩევნო კომისიის წინასწარი მონაცემებით, 5 თვითთმმართველი ქალაქიდან - თბილისი, რუსთავი, ქუთაისი, ფოთი, ბათუმი, ყველა მათგანში, სავარაუდოდ, მერის არჩევნების მეორე ტური გაიმართება.
თუმცა, ამჟამად არსებული მონაცემებით, ოპოზიციის - „ნაციონალური მოძრაობის“ კანდიდატი 5 თვითმმართველი ქალაქიდან 2-ში - ქუთაისსა და ბათუმში ლიდერობს.

თბილისში 769 უბნიდან ამ დროისთვის დათვლილია 320 უბნის მონაცემები. პირველ ადგილზეა „ქართული ოცნების“ კანდიდატი კახა კალაძე 45,5 %-ით, მეორეზე კი „ნაციონალური მოძრაობის“ კანდიდატი ნიკა მელია 34,13 %-ით. ხმების 8,97 % აქვს პარტია „საქართველოსთვის“ კანდიდატ გიორგი გახარიას.

რუსთავში ამ დროისთვის 88 უბნიდან 54 უბანშია მონაცემები დათვლილი. 54 უბნის მონაცემებით, აღნიშნულ თვითმმართველ ქალაქში „ქართული ოცნების“ კანდიდატი ნინო ლაცაბიძე ლიდერობს 44,92 %-ით, „ნაციონალური მოძრაობის“ კანდიდატ დავით კირკიტაძეს კი 43,81 %-იანი მხარდაჭერა აქვს.

ქუთაისში 124 უბნიდან ამ დროისთვის დათვლილია 53 უბნის მონაცემები. ამ დროისთვის ამ ქალაქში ლიდერობს „ნაციონალური მოძრაობის“ კანდიდატი ხატია დეკანოიძე 43,81 %-ით. მეორე ადგილზეა „ქართული ოცნების“ კანდიდატი იოსებ ხახალეიშვილი 41,76 %-ით.

ფოთში 33 უბნიდან დათვლილია 18 უბნის მონაცემები. ამ დროისთვის ლიდერობს „ქართული ოცნების“ კანდიდატი ბექა ვაჭარაძე 47,73 %-ით, მეორე ადგილზეა „ნაციონალური მოძრაობის“ კანდიდატი გიგი უგულავა 37,44 %-ით.
ბათუმში 105 უბნის მონაცემებიდან დათვლილია 38 უბნის მონაცემები. ამ დროისთვის აღნიშნულ ქალაქში „ნაციონალური მოძრაობის“ კანდიდატი გიორგი კირთაძე იმარჯვებს 42, 6%-ით, მეორე ადგილზეა „ქართული ოცნებიდან“ არჩილ ჩიქოვანი 41,07 %-ით.


ნანახია: 239-ჯერ

მსგავსი სიახლეები
ამ ეტაპზე არსებული მონაცემებით, 5 თვითმმართველი ქალაქიდან 4-ში „ქართული ოცნების“ მერობის კანდიდატი პირველივე ტურში იმარჯვებს
იმერეთის 12 მუნიციპალიტეტიდან, წინასწარი ინფორმაციით, მეორე ტური მხოლოდ ქუთაისში ჩატარდება.
59 თვითმმართველი თემიდან 5-ში არჩევნების მეორე ტური გაიმართება.
ცესკოს წინასწარი მონაცემებით, საქართველოს მასშტაბით 50 მაჟორიტარული ოლქიდან, სადაც არჩევნების მეორე ტური უნდა გაიმართოს, 44-ში.
ცესკოს წინასწარი მონაცემებით, წყალტუბოს მაჟორიტარობის კანდიდატი 52,69%-ით ლიდერობს.