ირაკლი ღარიბაშვილს ქუთაისში ცოცხალი ჯაჭვით ხვდებიან
თარიღი : 3-05-2014, 16:44 | კატეგორია: პოლიტიკა

საქართველოს პრემიერ–მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილთან შესახვედრად ქუთაისში ამ წუთებში ემზადებიან. ღარიბაშვილი ბალახვნის ასსაფეხურიან კიბეებთან რამდენიმე წუთში მივა. პრემიერის ვიზიტთან დაკავშირებით ასსაფეხურიანი კიბის მიმდებარე ტერიტორიზე უკვე შეკრებილი არიან კოალიციის აქტივისტები და რიგითი მოქალაქეები.მათ მთავრობის ხელმძღვანელთან დასახვედრად ცოცხალი ჯაჭვი გააკეთეს.
ირაკლი ღარიბაშვილი ქუთაისში რეგიონალური ტურის ფარგლებში იმყოფება. მოსახლეობასთან შეხვედრაზე პრემიერმა იმერეთში მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატები უნდა დაასახელოს.
ირაკლი ღარიბაშვილი ქუთაისში რეგიონალური ტურის ფარგლებში იმყოფება. მოსახლეობასთან შეხვედრაზე პრემიერმა იმერეთში მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატები უნდა დაასახელოს.