Войти на сайт
Логин:
პაროლი:
რეგისტრაცია  :  დაგავიწყდა პაროლი?  :  დახურვა
Рекомендуем так же посмотреть фильмы и не забудьте о шаблоны dle на нашем ресурсе скачать аниме у нас на портале
ჩვენს შესახებ მოგვწერეთ კონტაქტი

ხარაგაულის სკოლებში 218 პირველკლასელი დაიწყებს სწავლას

თარიღი : 1-10-2021, 17:05 | კატეგორია: ახალი ამბები, მთავარი თემა   
topnews.com.ge
ხარაგაულის სკოლებში სწავლა საკლასო ოთახებში 4 ოქტომბრიდან განახლდება.

სკოლამდელი დაწესებულებები კი სასწავლო-სააღმზრდელო პროცესს 6 ოქტომბრიდან დაიწყებენ.

მიმდინარე წლის 4 ოქტომბერს, ხარაგაულში 218 პირველკლასელი შეაღებს სკოლის კარს.

პირველკლასელებს სასკოლო სახელმძღვანელოები და პორტაბელური კომპიუტერები, როგორც გასულ წლებში, ამჯერადაც საჩუქრად გადაეცემათ.

ახალ სასწავლო წელს სიახლეებით ხვდება კიცხის, მარელისისა და ვერტყვიჭალის საჯარო სკოლები.

კიცხში მოსწავლეების მისაღებად მზადაა ახალი ევროპული სტანდარტების შესაბამისი სკოლა.

სრული რეაბილიტაცია ჩაუტარდათ მარელისისა და ვერტყვიჭალის საჯარო სკოლებს.

„სკოლები დასუფთავებულია, აღჭურვილია სანიტარულ-ჰიგიენური საშუალებებით, მოსწავლეებს, ნამდვილად დახვდებათ სუფთა, მოწესრიგებული გარემო. მარელისისა და ვერტყვიჭალის მოსწავლეებს სრულიად განახლებული სკოლაში, ხოლო კიცხის მოსწავლეები ახალაშენებულ შენობაში გააგრძელებენ სწავლას. იმედია ახალი სასწავლო წელი წარამატებული იქნება მასწავლებლებისთვის, მოსწავლეებისთვის და მშობლებისთვის,”-ამბობს ხარაგაულის საგანმანათლებლო რესურსცენტრის უფროსი მარინა ვეფხვაძე.


ნანახია: 285-ჯერ

მსგავსი სიახლეები

ამინდი