Войти на сайт
Логин:
პაროლი:
რეგისტრაცია  :  დაგავიწყდა პაროლი?  :  დახურვა
Рекомендуем так же посмотреть фильмы и не забудьте о шаблоны dle на нашем ресурсе скачать аниме у нас на портале
ჩვენს შესახებ მოგვწერეთ კონტაქტი

მსოფლიო ვარსკვლავობაზე მეოცნებე 8 წლის გოგონა, რომელიც უკვე საერთაშორისო კონკურსის გამარჯვებულია

თარიღი : 14-08-2021, 23:09 | კატეგორია: ახალი ამბები, საზოგადოება   
topnews.com.ge
იმერეთის მთავარი საინფორმაციო სააგენტო Topnews.com.ge ქუთაისის მერიის კულტურის, სპორტის, განათლებისა და ახალგაზრდობის საქმეთა განყოფილებასთან ერთად, ქალაქში მცხოვრები ნიჭიერი, სხვადასხვა შემოქმედებითი უნარით დაჯილდოვებული, საკუთარ სფეროში წარმატებული და საზოგადოებისათვის აქამდე უცნობის ახალგაზრდების აღმოჩენას და მათი წარმატების ისტორიის თქვენთვის გაზიარებას აგრძელებს.

Youth Media-ასეთია იმ პროექტის სახელწოდება, რომელიც ქუთაისის მერიის კულტურის, სპორტის, განათლებისა და ახალგაზრდობის საქმეთა განყოფილების მხარდაჭერით განხორციელდება და რომლის ფარგლებშიც, წარმატებული ახალგაზრდების აღმოჩენის პროცესი მომდევნო ერთი წლის განმავლობაში გაგრძელდება.

პროექტის ფარგლებში, იმერეთის მთავარ საინფორმაციო სააგენტო Topnews.com.ge-ზე განთავსდება სტატიები წარმატებული ახალგაზრდებისა და მათი წარმატების ფორმულის შესახებ, ასევე, მომზადდება ვიდეოსიუჟეტები ახალგაზრდებისათვის საინტერესო და აქტუალურ საკითხებზე.


მიუხედავად იმისა, რომ ჯერ მხოლოდ 8 წლის არის, მსოფლიო ვარსკვლავობაზე ოცნებობს. უყვარს მუსიკა და სიმღერა. ხშირად მონაწილეობს ადგილობრივ თუ საერთაშორისო კონცერტებსა და კონკურსებში. ნატალი სამუშია ქუთაისის ახალგაზრდული ცენტრის ვოკალის სტუდიაში უკვე მეოთხე წელია ვოკალის ხელოვნებას ეუფლება. მცირე ასაკის მიუხედავად, ნატალიმ უკვე იცის რა არის წარმატება, რას ნიშნავს, როდესაც შენი სახელი და გვარი შენი ქვეყნის ფარგლებს გარეთ ისმის.
https://i.postimg.cc/xCxgyMFc/1.jpg
"2019 წლის 27 აგვისტოს მონაწილეობა მივიღე მსოფლიო ბავშვთა და მოზარდთა მე-8 საერთაშორისო ფესტივალზე, რომელიც ბულგარეთის ქალაქ ვარნაში გაიმართა. კონკურსზე პირველი ადგილი ავიღე და ბედნიერი დავბრუნდი. ეს ჩემთვის დიდი სტიმული იყო მომავალი წარმატებისთვის,"-გვიყება ნატალი.

უნდა რომ სკოლაშიდაც ისეთივე წარმატებული იყოს, როგორც ვოკალის სამყაროში. ქუთაისის ახალგაზრდული ცენტრის გარდა, ნატალი ქალაქის მესამე მუსიკალურ სასწავლებელში ფლეიტას ეუფლება. ამბობს, რომ ორივე სპეციალობა სჭირდება, რათა სამომავლოდ ოცნება აიხდინოს, გახდეს მსოფლიო ვარსკვლავი და მსოფლიო მასზე ალაპარაკოს.

"ორივე ჩემი ოცნების ასახდენად მჭირდება. ვიცი, რომ ოცნებების ასრულებამდე დიდი და რთული გზა იქნება გასავლელი, მაგრამ მინდა მსოფლიო ვარსკვლავი გამოვიდე. ჩემს თანატოლებს კი ვეტყვი, რომ შრომა, შრომა და შრომაა მთავარი,"-გვეუბნება ნატალი.


ნანახია: 405-ჯერ

მსგავსი სიახლეები

ამინდი