Войти на сайт
Логин:
პაროლი:
რეგისტრაცია  :  დაგავიწყდა პაროლი?  :  დახურვა
Рекомендуем так же посмотреть фильмы и не забудьте о шаблоны dle на нашем ресурсе скачать аниме у нас на портале
ჩვენს შესახებ მოგვწერეთ კონტაქტი

'ყველას შეუძლია გახდეს ის, ვინც სურთ, მაგრამ არ უნდა ეშინოდეთ იმ გზის, რაც წინ აქვთ,'-10 წლის ბარბარე ჭაფოძე ქუთაისიდან

თარიღი : 7-08-2021, 21:15 | კატეგორია: ახალი ამბები, საზოგადოება   
topnews.com.ge
იმერეთის მთავარი საინფორმაციო სააგენტო Topnews.com.ge ქუთაისის მერიის კულტურის, სპორტის, განათლებისა და ახალგაზრდობის საქმეთა განყოფილებასთან ერთად, ქალაქში მცხოვრები ნიჭიერი, სხვადასხვა შემოქმედებითი უნარით დაჯილდოვებული, საკუთარ სფეროში წარმატებული და საზოგადოებისათვის აქამდე უცნობის ახალგაზრდების აღმოჩენას და მათი წარმატების ისტორიის თქვენთვის გაზიარებას აგრძელებს.

Youth Media-ასეთია იმ პროექტის სახელწოდება, რომელიც ქუთაისის მერიის კულტურის, სპორტის, განათლებისა და ახალგაზრდობის საქმეთა განყოფილების მხარდაჭერით განხორციელდება და რომლის ფარგლებშიც, წარმატებული ახალგაზრდების აღმოჩენის პროცესი მომდევნო ერთი წლის განმავლობაში გაგრძელდება.

პროექტის ფარგლებში, იმერეთის მთავარ საინფორმაციო სააგენტო Topnews.com.ge-ზე განთავსდება სტატიები წარმატებული ახალგაზრდებისა და მათი წარმატების ფორმულის შესახებ, ასევე, მომზადდება ვიდეოსიუჟეტები ახალგაზრდებისათვის საინტერესო და აქტუალურ საკითხებზე.


"ყველას შეუძლია გახდეს ის, ვინც სურთ, მაგრამ არ უნდა ეშინოდეთ იმ გზის, რაც წინ აქვთ,"-ეს სიტყვები 10 წლის ბარბარე ჭაფოძეს ეკუთვნის. ბარბარე ქუთაისის ახალგაზრდული ცენტრის ერთ-ერთი წარმატებული მოსწავლეა. ცენტრში ის ხატვას ეუფლება და მცირე ასაკის მიუხედავად, საერთაშორისო კონკურსის გამარჯვებული გახდა.

გვიყვება, რომ ხატვა პირველად 4 წლის ასაკიდან დაიწყო. როდესაც ხატავს და საკუთარი განცდები ტილოზე გადმოაქვს, ამ დროს განსაკუთრებით ბედნიერია. ამბობს, რომ ხატვამ ბედნიერება, განსხვავებული ცხოვრება მოუტანა განსხვავებული ფიქრებით და გრძნობებით.

"ბულგარეთში იყო ხატვის კონკურსი. კონკურსის თემა იყო არგონავტები. ვერ გეტყვით რა ემოცია იყო, როდესაც 18 ქვეყნის წარმომადგენელს შორის მე ავიღე პირველი ადგილი და ხალხმა გამიცნო. ეს კონკურსი 2019 წელს იყო. მაშინ 7 წლის ვიყავი,"-ამბობს ბარბარე.

საერთაშორისო კონკურსში გამარჯვება ბარბარე ჭაფოძის მიერ მცირე ასაკში მიღწეული ერთადერთი წარმატება არ არის. ბარბარე ორი წლის განმავლობაში ასევე იყო "თი ბი სი ბანკის" სტიპენდიანტი.

"ვერ ვიჯერებდი იმას, რომ თი ბი სი-ს სტიპენდიანტი გავხდი. დიდი შთაბეჭდილებების ქვეშ ვიყავი. ერ ვიჯერებდი, რომ რაღაც ისეთს ვაკეთებდი, რც დაინახეს და დააფასეს,"-ამბობს ბარბარე.

მცირე ასაკიდან გამომდინარე, მომავალ პროფესიაზე ჯერ არ ფიქრობს, თუმცა ერთ რამეში დარწმუნებულია, რომ ცხოვრებაში რა გზაც არ უნდა აირჩიოს, ხატვა მისთვის ყოველთვის პირველ ადგილზე იქნება.

"ჩემთვის წარმატება არის ის, რასაც ადამიანი შრომის შედეგად აღწევს. ჩემი აზრით, ადამიანი აუცილებლად გააკეთებს მას, რაც გულით უნდა, თუ იშრომებს და საკუთარი თავის იმედი ექნება,"-ამბობს ბარბარე ჭაფოძე.


ნანახია: 343-ჯერ

მსგავსი სიახლეები