Войти на сайт
Логин:
პაროლი:
რეგისტრაცია  :  დაგავიწყდა პაროლი?  :  დახურვა
Рекомендуем так же посмотреть фильмы и не забудьте о шаблоны dle на нашем ресурсе скачать аниме у нас на портале
ჩვენს შესახებ მოგვწერეთ კონტაქტი

ჭიათურაში ძველი საბაგიროს აღდგენა დაიწყო

თარიღი : 30-09-2021, 20:33 | კატეგორია: ახალი ამბები, მთავარი თემა   
topnews.com.ge
ჭიათურაში საბაგიროს აღდგენის პროექტი დაიწყო.

ქალაქის მერიის ინფორმაციით, ამ ეტაპზე მუშაობა სადგურების განახლებაზე მიმდინარეობს.

"პროექტის ფარგლებში მთლიანად გამოიცვლება ბაგირები, მართვის სისტემა და რაც ყველაზე მთავარია, სრულად განახლდება ისტორიული, უნიკალური სამგზავრო გონდოლები. სამუშაოების დასრულების შემდეგ კი შენარჩუნებული იქნება, როგორც მთავარი სადგურის, ასევე გონდოლების პირვანდელი იერ-სახე.

სახალხო - სამგზავრო საბაგიროს და სადგურს კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსი აქვს მინიჭებული. ამიტომ სამუშაო განსაკუთრებული სიფრთხილით, წინასწარ შემუშავებული გეგმის მიხედვით და უსაფრთხოების ნორმების სრული დაცვით ტარდება,"-აცხადებენ ჭიათურის მერიაში.

ორგონდოლიანი საშევარდნოს ხაზი ორივე მიმართულებით 14 მგზავრისთვისაა გათვალისწინებული. ხაზის სიგრძე 250 მეტრია, სადგურებს შორის სიმაღლე 186 მეტრი, დახრის კუთხე 48 გრადუსი, მოძრაობის ხანგრძლივობა 1,7 წთ, სიჩქარე კი 2, 8 მეტრი წამში.

საბაგირო ხაზის, გონდოლების და სადგურის აღდგენას კომპანია „ჯორჯიან მანგანეზი“ მუნიციაპლური განვითარების ფონდთან ერთად უზრუნველყოფს. საბაგირო დაახლოებით ორი წელია არ ფუნქციონირებს, რადგან სამგზავრო ხაზი, ისევე, როგორც გონდოლები, მთლიანად ამორტიზებული იყო.

"სარეაბილიტაციო სამუშაოების დასრულების შემდეგ კი მგზავრობა სრულად უსაფრთხო გახდება, რაც ქალაქს ახალ სიცოცხლეს შესძენს,"-აღნიშნავენ ჭიათურის მერიაში.

ჭიათურაში პირველი სამგზავრო კიდული ბაგირგზა „ჭიათურა -პერევისა“, ე.წ. 25-ის გზა 1954 წელს, გამოჩენილი ინჟინერ-კონსტრუქტორის, გიორგი ფანცულაიას ხელმძღვანელობით აშენდა. 1966 წელს კი კვლავ გიორგი ფანცულაიას ხელმძღვანელობით გაკეთდა უნიკალური სახალხო - სამგზავრო ბაგირგზა ნინოშვილის ქუჩიდან საშევარდნოზე. ეს საბაგირო ხაზი ჭიათურის სავიზიტო ბარათია, რომელიც განსაკუთრებულ ინტერესს იწვევს ტურისტებში.


ნანახია: 616-ჯერ

მსგავსი სიახლეები
სამგზავრო საბაგიროს მუშაობა 2016 წელს შეწყდა და მთაგორიანი რელიეფის ქალაქი, სადაც ადგილობრივი მოსახლეობის გარდა, უამრავი ტურისტი
მიმდინარე წელს ჭიათურაში ახალი, თანამედროვე ევროპული ტიპის სამგზავრო საბაგირო გზების ასაშენებლად დაახლოებით 40 მილიონი ლარი

ამინდი