Войти на сайт
Логин:
პაროლი:
რეგისტრაცია  :  დაგავიწყდა პაროლი?  :  დახურვა
Рекомендуем так же посмотреть фильмы и не забудьте о шаблоны dle на нашем ресурсе скачать аниме у нас на портале
ჩვენს შესახებ მოგვწერეთ კონტაქტი

"სპორტი ჯანმრთელობაა და ცუდია, რომ საქართველოში ეს ბევრს არ ესმის"

თარიღი : 3-05-2014, 15:34 | კატეგორია: საზოგადოება   
topnews.com.ge
„დიდი ხანია უკვე, რაც სპორტით ვარ დაკავებული. სპორტმა ბევრი რამ მასწავლა და ის ჩემთვის მთელი ცხოვრებაა,“ - ასე ახასიათებს სპორტსა და ჯანსაღი ცხოვრების წესის უპირატესობებს სპორტსმენი ჯემალ შალამბერიძე, რომელიც საინფორმაციო სააგენტო Topnews.com.ge-სა და ქუთაისის მერიის სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამსახურის ერთობლივი პროექტის „იყავი აქტიური, გქონდეს შენი ჯანსაღი სტილი“-ს მორიგი სტუმარია.
ჯემალ შალამბერიძე უკვე 11 წელია სპორტის ერთ-ერთი სახეობით, კრივით არის დაკავებული. ამ ხნის განმავლობაში რვაჯერ იყო საქართველოს ჩემპიონი, ორჯერ ევროპის ჩემპოინატზე მესამე ადგილი აიღო და ერთხელ მეორე ადგილი. ამბობს, რომ კრივში მამამ მცირე ასაკში, მისი მონაცემების გათვალისწინებით შეიყვანა.
„პატარა რომ ვიყავი, სულ მუშტებს ვიქნევდი. ვინც გაამბრაზებდა, ყველას ვცემდი და მამა იძახდა, ამისგან უეჭველი „ბოქსიორი“ გამოვაო და ამიტომაც შემიყვანა. ყველა ადამიანი აუცილებლად სპორტით უნდა იყოს დაკავებული. სპორტი ჯანმრთელობაა და ცუდია, რომ ეს საქართველოში ბევრს არ ესმის,“ - ამბობს სპორტსმენი.
ქუთაისელი სპორტსმენი ახალგაზრდებს აკრიტიკებს და აცხადებს, რომ ახალგაზრდებს ვარჯიში და ცხოვრების ჯანსაღი წესის აყოლა ან ეზარებათ ან კიდევ ვარჯიში, თუნდაც ქუჩაში სირბილი, სირცხვილად მიაჩნიათ.
„სპორტმა ბევრი რამ მასწავლა ცხოვრებისეული, რაც ცხოვრებაში მადგება. ახალგაზრდები ეხლა ცოტა გამოფხიზლდნენ და მიხვდნენ, რომ ვარჯიში ყველაფრისთვის კარგია, მაგრამ ბევრი ვერ ხვდება. არ ვიცი და ვერც ზუსტად გეტყვით რა არის ამის მიზეზი, მაგრამ ან ეზარებათ ან ესირცხვებათ ქუჩაში ან სპორტდარბაზში ვარჯიში. ეს მარტო ახალგაზრდებს არ ეხებათ. ყველა ადამიანმა უნდა ივარჯიშოს. მითუმეტეს, დილით ვარჯიში მთელი დღის განმავლობაში ხალისიანად და თავისუფლად ყოფნაში გეხმარება, თუმცა დილით ვარჯიშს ადრე ადგომა სჭირდება, რაც ეზარებათ,“ - ამბობს სპორტსმენი.
ჯემალ შალამბერიძის თქმით, წარმატება, მითუმეტეს სპორტში ადვილი არ არის და სპორტსმენმა ყველანაირი საქმე და ყველანაირი გართობა გვერდზე უნდა გადადოს.
„თუ გიყვარს სპორტი, მისი გულისთვის, თავდაუზოგავად უნდა იშრომო, ივარჯიშო. ღმერთი არ დაგიკარგავს შრომას და აუცილებლად მიაღწევ შენს დასახულ მიზანს,“ - ამბობს ჯემალ შალამბერიძე.
სპორტსმენი თვლის, რომ ცხოვრების ჯანსაღი წესით ახალგაზრდებისა და ზოგადად საზოგადოების დაინტერესებისათვის, სპორტის ყველა სახეობას მეტი რეკლამა და ყურადღება სჭირდება.

„სპორტისა და ცხოვრების ჯანსაღი წესის პოპულარიზება, ახალგაზრდების დაინტერესება სპორტით, სპორტსმენების გაცნობა და მედიის მხრიდან მათი მხარდაჭერა,- ეს იმ პროექტის მიზნებია, რომელიც ქუთაისის მერიის სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამსახურის ფინანსური მხარდაჭერით ხორციელდება. პროექტის ხანგრძლივობა 3 თვეს მოიცავს.


ნანახია: 3090-ჯერ

მსგავსი სიახლეები
„სპორტი ჩემთვის მხოლოდ გატაცება არ არის. სპორტი ჩემი ცხოვრებაა“, -ამბობს ქუთაისელი სპორტსმენი კონსტანტინე ხვისტანი.
სპორტსმენი რაულ ცირეკიძე ძალოსნობაში ევროპის ჩემპიონია. 27 წლის სპორტსმენი სპორტის ამ სახეობით 10 წლის ასაკიდან არის დაკავებული.
21 წლის გიორგი ლომთაძე 6 წელია სპორტის იმ სახეობით არის დაკავებული, რომელსაც ძალოსნობა ჰქვია. სპორტულ კარიერაში გიორგის მიღწევებს
გუგა კიბორძალიძე 7 წელია ძიუდოთი არის დაკავებული. პარალელურად სამბოშიც ვარჯიშობს. სპორტულ ცხოვრებაში მაგალითი მამისგან აიღო,
მცირე ასაკის მიუხედავად, ქუთაისელმა ახალგაზრდამ სპორტის დახმარებით საზღვარგარეთის რამდენიმე ქვეყნის მონახულება და კარიერული
18 წლის გიორგი კანთელაძე ორი წელია ნიჩბოსნობით არის დაკავებული. ამბობს, რომ სპორტის მიმართ სიყვარული ბავშვობიდანვე ჰქონდა.

ამინდი