Войти на сайт
Логин:
პაროლი:
რეგისტრაცია  :  დაგავიწყდა პაროლი?  :  დახურვა
Рекомендуем так же посмотреть фильмы и не забудьте о шаблоны dle на нашем ресурсе скачать аниме у нас на портале
ჩვენს შესახებ მოგვწერეთ კონტაქტი

"ჩემი ხანგრძლივი საქმიანობის პერიოდში ბევრი სასიკეთო საქმე მიკეთებია. განსაკუთრებით ავტოქარხნის ადმინისტრაციულ ერთეულში"

თარიღი : 30-09-2021, 13:59 | კატეგორია: ახალი ამბები, პოლიტიკა, არჩევნები   
topnews.com.ge
საინფორმაციო სააგენტო Topnews.com.ge წარმოგიდგენთ რუბრიკას-"ჩემი არჩევანი".

რუბრიკის ფარგლებში, სააგენტო მკითხველს ქუთაისის მერობისა და საკრებულოს მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატების პროგრამას, მათ ხედვებსა და ქუთაისის განვითარებასთან დაკავშირებულ გეგმებს გააცნობს.

"ჩემი არჩევანი"-ს სტუმარია პარტია "მესამე ძალის" ავტოქარხნის მაჟორიტარობის კანდიდატი დავით აბულაძე.

1. რატომ გადაწყვიტეთ მაჟორიტარობა?

ამ დროისთვის, „მესამე ძალა-სტრატეგია აღმაშენებლის“ გუნდი მიმაჩნია იმ გარემოდ, სადაც ჩემი წლების განმავლობაში დაგროვილ ცოდნასა და გამოცდილებას ყველაზე კარგად გამოვიყენებ და მოვახმარ ჩემი ქალაქის კეთილდღეობას.

2. როგორ ფიქრობთ, რა რესურსს ფლობთ იმისთვის, რომ მეტი სიკეთე მოუტანოთ ქალაქს და რა იქნება თქვენი სამოქმედო გეგმა არჩევნებში გამარჯვების შემთხვევაში?
ვფიქრობ, ავტომშენებლის კუთხით დაგროვილი ცოდნა და გამოცდილება გავხადო გამოყენებადი. არ უნდა დაიკარგოს წლების განმავლობაში ამ ტერიტორიულ ერთეულში მოპოვებული პოტენციალი და საუკეთესო სპეციალისტები.

3. რას თვლით დღეს ქუთაისის მთავარ პრობლემად?

ქუთაისში ძალიან ბევრი პრობლემაა, მთავარი კი უმუშევრობა და უპერსპექტივობაა.

4. როგორ წარმოგიდგენიათ ქუთაისი 5 წლის შემდეგ?
გაცილებით უკეთესი, ვიდრე დღეს არის.

5. რა შეგიძლიათ გვითხრათ თქვენს მიერ ან თქვენი ინიციატივით მოსახლეობის და ქალაქის სასიკეთოდ გაკეთებული საქმეებიდან?
ჩემი ხანგრძლივი საქმიანობის პერიოდში ბევრი სასიკეთო საქმე მიკეთებია. განსაკუთრებით იმ ადმინისტრაციულ ერთეულში, რომლის მაჟორიტარობის კანდიდატიც ვარ. გამარჯვების შემთხვევაში გავაგრძელებ ჩემი ქუთაისელებისთვის სასიკეთო საქმეების კეთებას.

6. რას ეტყოდით ოპონენტებს?
მოდით, ერთად ვაკეთოთ ჩვენი ქალაქისთვის საჭირო საქმეები.

7. რას ეტყოდით ამომრჩევლებს, რატომ უნდა დაგიჭირონ მათ მხარი?
ჩვენს გუნდს სურს აკეთოს საქმე, რომელიც თითოეული ჩვენი თანაქალაქელისთვის მისაღები და სასარგებლო იქნება.



ნანახია: 184-ჯერ

მსგავსი სიახლეები

ამინდი