Войти на сайт
Логин:
პაროლი:
რეგისტრაცია  :  დაგავიწყდა პაროლი?  :  დახურვა
Рекомендуем так же посмотреть фильмы и не забудьте о шаблоны dle на нашем ресурсе скачать аниме у нас на портале
ჩვენს შესახებ მოგვწერეთ კონტაქტი

"მე და ჩემი გუნდის წევრებს გვაქვს მზაობა, რომ ქუთაისი ვაქციოთ სამაგალითო ქალაქად"

თარიღი : 30-09-2021, 13:01 | კატეგორია: ახალი ამბები, პოლიტიკა, არჩევნები   
topnews.com.ge
საინფორმაციო სააგენტო Topnews.com.ge წარმოგიდგენთ რუბრიკას-"ჩემი არჩევანი".

რუბრიკის ფარგლებში, სააგენტო მკითხველს ქუთაისის მერობისა და საკრებულოს მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატების პროგრამას, მათ ხედვებსა და ქუთაისის განვითარებასთან დაკავშირებულ გეგმებს გააცნობს.

"ჩემი არჩევანი"-ს სტუმარია პარტია "საქართველოსთვის" ქუთაისის მერობის კანდიდატი გიორგი გოგუაძე.

1. რატომ გადაწყვიტეთ მერობა?

ეს ჩემი ცხოვრების ყველაზე მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებაა. ორმაგად საპასუხისმგებლოა ქუთაისისთვის მუშაობა, რადგან აქ დავიბადე და გავიზარდე. ეს არის ახალი, ძალიან საინტერესო გამოწვევა ჩემთვის და შესაძლებლობა, რომ ქუთაისი ვაქციოთ ევროპულ ქალაქად და გავხადოთ უკეთესი.

2. როგორ ფიქრობთ, რა რესურსს ფლობთ იმისთვის, რომ მეტი სიკეთე მოუტანოთ ქალაქს და რა იქნება თქვენი სამოქმედო გეგმა არჩევნებში გამარჯვების შემთხვევაში?
„საქართველოსთვის“ გუნდი დაკომპლექტებულია პროფესიონალებით, რომლებმაც იციან ანგარიშვალდებულად, გამჭვირვალედ, პროფესიონალურად მართვა და საქმის იმგვარად გაკეთება, რომ არსებული რესურსების ფარგლებში მაქსიმალური შედეგი იქნას მიღებული.

3. რას თვლით დღეს ქუთაისის მთავარ პრობლემად?
დღეს ქუთაისში ძალიან ბევრი პრობლემაა, რომელსაც განსაკუთრებით ახლოს მოსახლეობასთან შეხვედრებისას გავეცანი. ქალაქის უფუნქციობა, ახალგაზრდების მასიური მიგრაცია, ცუდი ეკონომიკური მდგომარეობა, რეკრეაციული ზონების არარსებობა, სავალალო დემოგრაფიული ფონი, ჩამოშლილი ინფრასტრუქტურა, სამუშაო ადგილების სიმცირე და კიდევ ბევრი სხვა. ერთობლივი ძალისხმევით ქუთაისი უნდა გავხადოთ მრავალფუნქციური, სხდვადასხვა მიმართულებით განვითარებული ქალაქი.

4. რა შეგიძლიათ გვითხრათ თქვენს მიერ ან თქვენი ინიციატივით მოსახლეობის და ქალაქის სასიკეთოდ გაკეთებული საქმეებიდან?
გულწრფელად მგონია, რომ ჩემი ქალაქისთვის ბევრი მაქვს გასაკეთებელი და რაც მთავარია, მე და ჩემი გუნდის წევრებს გვაქვს მზაობა, რომ ქუთაისი ვაქციოთ სამაგალითო ქალაქად.

5. როგორ წარმოგიდგენიათ ქუთაისი 5 წლის შემდეგ?

ქუთაისი 5 წლის შემდეგ წარმომიდგენია კომფორტულ, თავისუფალ, ეკონომიკურად მდგრად, მრავალფუნქციურ ქალაქად, საიდანაც ახალგაზრდები არ გარბიან.

6. რას ეტყოდით ოპონენტებს?
ოპონენტებს ვეტყვი, პირველ რიგში გაიაზრონ, რომ ხალხის წინაშე არიან ანგარიშვალდებულნი. ისინი უნდა ემსახურონ არა თავიანთ ვიწრო ინტერესებს, არამედ ქუთაისს და ქუთაისის მაცხოვრებლებს.

7. რას ეტყოდით ამომრჩევლებს, რატომ უნდა დაგიჭირონ მათ მხარი?
ჩვენს გუნდში არის ის ენერგია, ის მოტივაცია, ის გეგმები და ხედვები, რომელიც ქუთაისს უკეთეს ქალაქად აქცევს. ჩვენ არავის ვებრძვით. ჩვენ მხოლოდ ჩვენი ქალაქის უკეთესი მომავლისთვის, უკეთესი ხვალინდელი დღისთვის ვიბრძვით.


ნანახია: 197-ჯერ

მსგავსი სიახლეები