Войти на сайт
Логин:
პაროლი:
რეგისტრაცია  :  დაგავიწყდა პაროლი?  :  დახურვა
Рекомендуем так же посмотреть фильмы и не забудьте о шаблоны dle на нашем ресурсе скачать аниме у нас на портале
ჩვენს შესახებ მოგვწერეთ კონტაქტი

პრემიერ-მინისტრი თერჯოლის რაიონის მოსახლეობას შეხვდა

თარიღი : 3-05-2014, 14:33 | კატეგორია: ახალი ამბები, საზოგადოება   
topnews.com.ge
პრემიერ-მინისტრი გოგნის ტაძრის ეზოში შეკრებილ თერჯოლის რაიონის მოსახლეობას შეხვდა.
ადგილობრივებს ძირითადად, გაზიფიცირების შედეგად დაზიანებული შიდა საუბნო გზები, მწყობრიდან გამოსული ელექტროგადამცემი ბოძები და ჯანდაცვის ხელმისაწვდომობასთან დაკავშირებული პრობლემები აწუხებთ.

ირაკლი ღარიბაშვილმა მოსახლეობას განუმარტა, რომ აღნიშნული პრობლემების მოგვარებაზე მუშაობა უკვე დაწყებულია. პრემიერის ინფორმაციით, გაზიფიცირების შედეგად დაზიანებული გზების აღდგენა უახლოეს მომავალში დასრულდება, ელექტროსისტემის რეაბილიტაციას კი „ენერგო-პრო ჯორჯია“ ეტაპობრივად განახორციელებს.

რაც შეეხება ჯანდაცვასთან დაკავშირებულ საკითხებს, ირაკლი ღარიბაშვილმა ადგილობრივებს განუმარტა, რომ თერჯოლის რაიონის სოფელ რუფოთში, იმერეთის რეგიონში პირველი სოფლის ახალი ამბულატორია აშენდა, რომელიც აღჭურვილია და მალე სამედიცინო მომსახურების მიღების შესაძლებლობა საქართველოს ყველა სოფელს ექნება. პრემიერმა მოსახლეობას ასევე მიაწოდა ინფორმაცია, რომ 2014 წლის განმავლობაში თერჯოლაში სამი საჯარო სკოლის რეაბილიტაცია იგეგმება და მომავალი სასწავლო წლიდან ბავშვები განახლებულ სკოლებში ისწავლიან.

„ჩვენი მიზანია, ხელი შევუწყოთ საქართველოს ყველა კუთხის სოციალურ-ეკონომიკურ განვითარებას, შევუქმნათ მოსახლეობას ცხოვრების, სწავლისა და შრომის ნორმალური პირობები, შევისწავლოთ ყველაზე მწვავე პრობლემები, რომლებიც თქვენ გაწუხებთ და მივიღოთ ეფექტური ზომები მათ გადასაჭრელად“, - აღნიშნა პრემიერმა მოსახლეობასთან შეხვედრისას.


ნანახია: 1770-ჯერ

მსგავსი სიახლეები
კომპანიაში ირწმუნებიან, რომ სამუშაოები თვის ბოლომდე დასრულდება
მთავრობის მეთაური დღეს ზესტაფონში დევნილების საცხოვრებელ პირობებს გაეცნო და რეაბილიტირებულ ობიექტებში შესახლებულ ოჯახებს შეხვდა.
შეხვედრაზე იმერეთში კოალიციის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატების დასახელდება.
ობიექტი დღეს ქვეყნის პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ჩაიბარა. ღარიბაშვილმა შესრულებული სამუშაოები დაათვალიერა და აღნიშნა,
ბიზნესწრეების წარმომადგენლებთან შეხვედრაზე განაცხადა, შეღავათიანი აგროკრედიტის პროექტის ფარგლებში იმერეთის რეგიონში გაცემულია 31
კანდიდატმა სოფლებში არსებული პრობლემები, მათ შორის ინფრასტრუქტურის, გაზიფიკაციის საკითხები განიხილა და მათი მოგვარების კონკრეტულ

ამინდი