Войти на сайт
Логин:
პაროლი:
რეგისტრაცია  :  დაგავიწყდა პაროლი?  :  დახურვა
Рекомендуем так же посмотреть фильмы и не забудьте о шаблоны dle на нашем ресурсе скачать аниме у нас на портале
ჩვენს შესახებ მოგვწერეთ კონტაქტი

2014 წლის ბოლოსთვის იმერეთის რეგიონში 3 000-მდე დევნილი ბინით უზრუნველყოფილი იქნება

თარიღი : 3-05-2014, 13:01 | კატეგორია: ახალი ამბები, საზოგადოება   
topnews.com.ge
პრემიერ-მინისტრი ზესტაფონში მცხოვრებ დევნილებს შეხვდა.
ირაკლი ღარიბაშვილს მინისტრმა დავით დარახველიძემ მიაწოდა ინფორმაცია, რომ 2014 წლის ბოლოსთვის იმერეთის რეგიონში 3 000-მდე დევნილი ბინით უზრუნველყოფილი იქნება.
პრემიერის პრესამსახურის ინფორმაციით, მთავრობის მეთაური დღეს ზესტაფონში დევნილების საცხოვრებელ პირობებს გაეცნო და რეაბილიტირებულ ობიექტებში შესახლებულ ოჯახებს შეხვდა.
როგორც ირაკლი ღარიბაშვილმა განაცხადა, 2016 წლისთვის საქართველოში დევნილის სტატუსის მქონე ყველა პირს საცხოვრებელთან დაკავშირებით არსებული მწვავე პრობლემა მოეხსნება. პრემიერის განმარტებით, დევნილებზე ზრუნვა მათი გრძელვადიანი განსახლებით იწყება და აღნიშნული პრობლემის მოგვარების შემდეგ დევნილები ქართული სახელმწიფოს შენების საქმეში სრულფასოვან მონაწილეობას მიიღებენ.
"ჩემთვის ყოველთვის ემოციური და საპასუხისმგებლოა დევნილ მოსახლეობასთან შეხვედრა. დევნილებზე ზრუნვა ჩვენი უპირველესი მოვალეობაა. სამწუხაროდ, ორი ათეული წლის შემდეგაც დღის წესრიგში დგას დევნილთა აუცილებელი საყოფაცხოვრებო პირობებითა და საცხოვრებელი ფართობით უზრუნველყოფის საკითხი. ჩვენი მთავრობა აქტიურად მუშაობს ამ მიმართულებით. დევნილების ფართობით უზრუნველყოფა 2016 წლისთვის საბოლოოდ უნდა გადაწყდეს. ჩვენ ვცდილობთ, ყველა დევნილს ღირსეული საცხოვრებელი პირობები შევუქმნათ", - განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა დევნილებთნ შეხვედრისას.
პრემიერმა ასევე განმარტა, რომ ქუთაისში იგეგმება უპეცედენტო მასშტაბის სამშენებლო პროექტის განხორციელება, რომლის ფარგლებშიც 25 თექვსმეტსართულიანი კორპუსი აშენდება. შედეგად ბინით დაკმაყოფილდება 8 ათასი დევნილი. პროექტის ღირებულება 103 მილიონი ლარია. სამშენებლო სამუშაოებში დევნილებიც ჩაერთვებიან.
ირაკლი ღარიბაშვილი ერთ-ერთი დევნილის, კარინა კალანდაძის ოჯახს ესტუმრა და დევნილთა საცხოვრებელ პირობებს ადგილზე გაეცნო.
ზესტაფონში დევნილებს ორი რეაბილიტირებული ობიექტი გადაეცათ. რუსთაველის #6 და უზნაძის #142-ში მდებარე ობიექტებზე სარეაბილიტაციო სამუშაოები 2012 წელს დაიწყო და 2013 წელს დასრულდა. პროექტის ფარგლებში 134 საცხოვრებელი ბინის რეაბილიტაცია განხორციელდა, რომელთაგან 6 ბინა შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირებისთვის სრულად ადაპტირებულია. დღევანდელი მდგომარეობით, იმერეთის რეგიონში დევნილებს 9 რეაბილიტირებული ობიექტი გადაეცათ. ბინებით რეგიონში 1672 დევნილი დაკმაყოფილდა.


ნანახია: 1661-ჯერ

მსგავსი სიახლეები
პრემიერ-მინისტრმა, დევნილთა და განსახლების მინისტრთან ერთად, დღეს ქუთაისის ცენტრში ახლადაშენებული კორპუსი დაათვალიერა და დევნილთა
ლტოლვილთა და განსახლების მინისტრინა სოზარ სუბარმა, იმერეთის გუბერნატორმა გივი ჭიჭინაძემ და ქუთაისის მერმა შოთა მურღულიამ
ღონისძიება ამ წუთებში, აღმაშენებლის გამზირზე მიმდინარეობს.
მინისტრის თქმით, ყველა დევნილი ოჯახი საცხოვრებელ ფართს ეტაპობრივად მიიღებს.
დევნილთა საკითხების შემსწავლელი გაფართოებული კომისია, თბილისში, ბინის მიღების მოთხოვნით შემოსული 11 016 განაცხადიდან იმ 400

ამინდი