Войти на сайт
Логин:
პაროლი:
რეგისტრაცია  :  დაგავიწყდა პაროლი?  :  დახურვა
Рекомендуем так же посмотреть фильмы и не забудьте о шаблоны dle на нашем ресурсе скачать аниме у нас на портале
ჩვენს შესახებ მოგვწერეთ კონტაქტი

"მთავრობის შეცვლიდან 5 წელში ქუთაისი წარმომიდგენია, ეკონომიკურად ძლიერ და ინფრასტრუქტურულად გამართულ ქალაქად, რომელსაც არ ტოვებენ ახალგაზრდები, რომლებიც ჩვენი მომავალია"

თარიღი : 28-09-2021, 22:00 | კატეგორია: ახალი ამბები, პოლიტიკა, არჩევნები   
topnews.com.ge
საინფორმაციო სააგენტო Topnews.com.ge წარმოგიდგენთ რუბრიკას-"ჩემი არჩევანი".

რუბრიკის ფარგლებში, სააგენტო მკითხველს ქუთაისის მერობისა და საკრებულოს მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატების პროგრამას, მათ ხედვებსა და ქუთაისის განვითარებასთან დაკავშირებულ გეგმებს გააცნობს.

"ჩემი არჩევანი"-ს სტუმარია პარტია "საქართველოსთვის" სულხან საბა-ვაკისუბნის მაჟორიტარობის კანდიდატი გიორგი სილაგაძე.

1. რატომ გადაწყვიტეთ მაჟორიტარობა?


ზოგადად, მომხრე ვარ ცვლილებების და მიზეზი, თუ რატომ გადავწყვიტე მაჟორიტარობა, სწორედ ესაა. მინდა ჩემი თანაქალაქელებისთვის, მათთან ერთად ბევრი საქმე გავაკეთო.

2. როგორ ფიქრობთ, რა რესურსს ფლობთ იმისთვის, რომ მეტი სიკეთე მოუტანოთ ქალაქს და რა იქნება თქვენი სამოქმედო გეგმა არჩევნებში გამარჯვების შემთხვევაში?

ყველაფერს გავაკეთებ იმისთვის, რომ ჩემს ქალაქში ადამიანებმა სიდუხჭირეში არ იცხოვრონ. მე იძულებით გადაადგილებული პირი ვარ და კარგად ვიცი, რას ნიშნავს გაჭირვება.

3. რას თვლით დღეს ქუთაისის მთავარ პრობლემად?

იმდენ პრობლემას ვხედავ, არც კი შემიძლია გამოვყო. უბრალოდ ძალიან მინდა ჩემს ქალაქში არ იყოს ამდენი მზრუნველობამოკლებული მოხუცი და ბავშვი. მინდა ადამიანები სოციალური მდგომარეობის გამო არ ტოვებდნენ ქუთაისს.

4. როგორ წარმოგიდგენიათ ქუთაისი 5 წლის შემდეგ?

მთავრობის შეცვლიდან 5 წელში ქუთაისი წარმომიდგენია, ეკონომიკურად ძლიერ და ინფრასტრუქტურულად გამართულ ქალაქად, რომელსაც არ ტოვებენ ახალგაზრდები, რომლებიც ჩვენი მომავალია.

5. რა შეგიძლიათ გვითხრათ თქვენს მიერ ან თქვენი ინიციატივით მოსახლეობის და ქალაქის სასიკეთოდ გაკეთებული საქმეებიდან?

მე ომის ვეტერანი ვარ. არასდროს მიბრძოლია ვინმეს წინააღმდეგ, მე მხოლოდ ჩემი ქალაქისა და ქვეყნის სასიკეთოდ ვიბრძოდი. ამ ბრძოლის ველზე კი, სადაც ახლა ვდგავარ, ჩემი ქალაქისა და ქვეყნის ბედი წყდება. იმედი მაქვს, ჩემი თანაქალაქელების, რომ ისინი გონივრულ, სამართლიან არჩევანს გააკეთებენ.

6.რას ეტყოდით ოპონენტებს?
ოპონენტებს ვეტყვი, რომ გამოიჩინონ სამართლიანობა ჩვენი მოქალაქეების მიმართ. აკეთონ საქმე ქვეყნისა და ხალხის სასიკეთოდ.

7. რას ეტყოდით ამომრჩევლებს, რატომ უნდა დაგიჭირონ მათ მხარი?

მინდა ვაკეთო ღირსეული საქმეები ჩემს გუნდთან ერთად, საქართველოსთვის.


ნანახია: 180-ჯერ

მსგავსი სიახლეები

ამინდი