პრემიერ -მინისტრი ღარიბაშვილი დღეს ქუთაისს ეწვევა
თარიღი : 3-05-2014, 12:58 | კატეგორია: ახალი ამბები, პოლიტიკა

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი დღეს რეგიონული ტურნეს ფარგლებში ქუთაისს ეწვევა. ღარიბაშვილი ქუთაისში სამედიცინო პერსონალს შეხვდება და ჯანდაცვის სისტემაში მიმდინარე რეფორმებს გააცნობს, რის შემდეგაც ბალახვანში ასსაფეხურიან კიბეებთან მოსახლეობასთან შეხვედრას გამართავს. შეხვედრაზე იგეგმება იმერეთში კოალიციის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატების დასახელება.
ტურნეს ფარგლებში ღარიბაშვილი ქუთაისში წყალშემკრები ნაგებობის მშენებლობასაც დაათვალიერებს.
ქუთაისში ვიზიტამდე კი მთავრობის მეთაური ზესტაფონში დევნილების საცხოვრებელ პირობებს გაეცნობა. დაგეგმილია ასევე ვიზიტი სოფელ სვირში, სადაც პრემიერი საშუალო სკოლის მშენებლობას დაათვალიერებს, რის შემდეგაც თერჯოლის რაიონის სოფელ გოგნში წმინდა გიორგის სახელობის "გოგნის კარუგდებლის" ტაძრის სამშენებლო სამუშაოებს გაეცნობა.