Войти на сайт
Логин:
პაროლი:
რეგისტრაცია  :  დაგავიწყდა პაროლი?  :  დახურვა
Рекомендуем так же посмотреть фильмы и не забудьте о шаблоны dle на нашем ресурсе скачать аниме у нас на портале
ჩვენს შესახებ მოგვწერეთ კონტაქტი

"5 წლის შემდეგ ქუთაისი იქნება ახალგაზრდებით სავსე ქალაქი. მეტი გასართობი და რეკრეაციული ზონით. შემცირდება მიგრანტთა რაოდენობა, რადგან ადგილობრივებს ექნებათ შესაძლებლობა დასაქმდნენ ჩვენს ქალაქში"

თარიღი : 27-09-2021, 19:08 | კატეგორია: ახალი ამბები, პოლიტიკა, არჩევნები   
topnews.com.ge
საინფორმაციო სააგენტო Topnews.com.ge წარმოგიდგენთ რუბრიკას-"ჩემი არჩევანი".

რუბრიკის ფარგლებში, სააგენტო მკითხველს ქუთაისის მერობისა და საკრებულოს მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატების პროგრამას, მათ ხედვებსა და ქუთაისის განვითარებასთან დაკავშირებულ გეგმებს გააცნობს.

"ჩემი არჩევანი"-ს სტუმარია პარტია "საქართველოსთვის" უქიმერიონის და გუმათის მაჟორიტარობის კანდიდატი მაკა ბერაია.

1. რატომ გადაწყვიტეთ მაჟორიტარობა?

მსურს, ქალაქის განვითარებაში შევიტანო წვლილი. ჩემი გამოცდილება, რომელიც კერძო თუ საჯარო სექტორში მუშაობით დამიგროვდა, მინდა ჩემი ქალაქის სასიკეთოდ გამოვიყენო. მინდა ჩვენი შვილები უკეთეს ქუთაისში ცხოვრობდნენ.

2. როგორ ფიქრობთ, რა რესურსს ფლობთ იმისთვის, რომ მეტი სიკეთე მოუტანოთ ქალაქს და რა იქნება თქვენი სამოქმედო გეგმა არჩევნებში გამარჯვების შემთხვევაში?
რესურსი არ შეიძლება იყოს მხოლოდ მატერიალური. მე მჯერა იმ ადამიანების გვერდით დგომის, რომლებსაც სურთ შეცვალონ რაღაც თავიანთ ცხოვრებაში.
გამარჯვების შემთხვევაში, აუცილებლად დავიწყებ იმ პრობლემების მოგვარებას, რომლებსაც მე და ჩემი გუნდის წევრები მოსახლეობასთან შეხვედრებისას წავაწყდით.

3. რას თვლით დღეს ქუთაისის მთავარ პრობლემად?

ვფიქრობ, ჩვენი ქალაქის უმთავრესი პრობლემა ქალაქიდან ახალგაზრდების მასიური მიგრაციაა. სწორედ ახალგაზრდები არიან ისინი, ვისაც შეუძლიათ შეცვალონ ჩვენი დღევანდელობა სასიკეთოდ.

4. რა შეგიძლიათ გვითხრათ თქვენს მიერ ან თქვენი ინიციატივით მოსახლეობის და ქალაქის სასიკეთოდ გაკეთებული საქმეებიდან?

ალბათ, ყველა ადამიანს შეაქვს წვლილი თავისი ქალაქის განვითარებაში. მეც არ ვარ ამ მხრივ გამონაკლისი, თუმცა ყველაფერი წინ გვაქვს და იმაზე მეტი უნდა გავაკეთოთ და შევძლოთ ჩვენი ქალაქისთვის, ჩვენი ქუთაისისთვის, ვიდრე ოდესმე.

5.როგორ წარმოგიდგენიათ ქუთაისი 5 წლის შემდეგ?

5 წლის შემდეგ ქუთაისი იქნება ახალგაზრდებით სავსე ქალაქი. მეტი გასართობი და რეკრეაციული ზონით. შემცირდება მიგრანტთა რაოდენობა, რადგან ადგილობრივებს ექნებათ შესაძლებლობა დასაქმდნენ ჩვენს ქალაქში.

6. რას ეტყოდით ოპონენტებს?

ოპონენტებს მინდა ვუთხრა, რომ მე არ ვებრძვი არავის. მე ვიბრძვი საქართველოსთვის, მე ვიბრძვი ქუთაისისთვის ხალხთან ერთად და არავის წინააღმდეგ.

7. რას ეტყოდით ამომრჩევლებს, რატომ უნდა დაგიჭირონ მათ მხარი?
[/b
არც ერთ შეხვედრაზე მოქალაქეებს არ მოვუწოდებ რომ დამიჭირონ მხარი. მე ვამბობ, რომ 2 ოქტომბერს გააკეთონ ღირსეული არჩევანი ჩვენი ქვეყნისა და ქალაქისთვის.


ნანახია: 289-ჯერ

მსგავსი სიახლეები

ამინდი