Войти на сайт
Логин:
პაროლი:
რეგისტრაცია  :  დაგავიწყდა პაროლი?  :  დახურვა
Рекомендуем так же посмотреть фильмы и не забудьте о шаблоны dle на нашем ресурсе скачать аниме у нас на портале
ჩვენს შესახებ მოგვწერეთ კონტაქტი

"ქუთაისის მოსახლეობა იმსახურებს პრინციპულ, კეთილსინდისიერ და სამართლიან მაჟორიტარ დეპუტატს"

თარიღი : 27-09-2021, 18:14 | კატეგორია: ახალი ამბები, პოლიტიკა, არჩევნები   
topnews.com.ge
საინფორმაციო სააგენტო Topnews.com.ge წარმოგიდგენთ რუბრიკას-"ჩემი არჩევანი".

რუბრიკის ფარგლებში, სააგენტო მკითხველს ქუთაისის მერობისა და საკრებულოს მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატების პროგრამას, მათ ხედვებსა და ქუთაისის განვითარებასთან დაკავშირებულ გეგმებს გააცნობს.

"ჩემი არჩევანი"-ს სტუმარია პარტია "საქართველოსთვის" ქალაქმუზეუმის მაჟორიტარობის კანდიდატი ლაშა ლაღიძე.

1. რატომ გადაწყვიტეთ მაჟორიტრობა?

კიდევ ერთხელ მომეცა შესაძლებლობა ვემსახურო ჩემს ქალაქსა და ქვეყანას და ამ შანსს მე აუცილებლად გამოვიყენებ.

2. როგორ ფიქრობთ, რა რესურსს ფლობთ იმისთვის, რომ მეტი სიკეთე მოუტანოთ ქალაქს და რა იქნება თქვენი სამოქმედო გეგმა არჩევნებში გამარჯვების შემთხვევაში?

მაქსიმალურად გამოვიყენებ ჩემს ცოდნასა და გამოცდილებას, რათა მხარში დავუდგე ქუთაისის მოსახლეობას არსებული გამოწვევების გადასალახად.

3. რას თვლით დღეს ქუთაისის მთავარ პრობლემად?

ქუთაისის მთავარი პრობლემად, ადამიანური რესურსების გადინების მაღალ ტემპს მივიჩნევ.

4. რა შეგიძლიათ გვითხრათ თქვენს მიერ ან თქვენი ინიციატივით მოსახლეობის და ქალაქის სასიკეთოდ გაკეთებული საქმეებიდან?
25 წელი ვემსახურე ჩემს ქალაქს. მთელი ეს დრო ვიბრძოდი ჩემს ქალაქში მართლწესრიგის დასამყარებლად.

5. როგორ წარმოგიდგენიათ ქუთაისი 5 წლის შემდეგ?

იმედი მაქვს, 5 წლის შემდეგ ქუთაისში არსებული დემოგრაფიული მაჩვენებელი შეიცვლება. იქნება მეტი სამუშაო ადგილი და ჩემი ქალაქი მიმზიდველი იქნება მაღალბიუჯეტიანი ტურისტებისთვის.

6. რას ეტყოდით ოპონენტებს?
მე ვმოქმედებ საქართველოსთვის და არავის წინააღმდეგ.

7. რას ეტყოდით ამომრჩევლებს, რატომ უნდა დაგიჭირონ მათ მხარი?

ქუთაისის მოსახლეობა იმსახურებს პრინციპულ, კეთილსინდისიერ და სამართლიან მაჟორიტარ დეპუტატს.


ნანახია: 232-ჯერ

მსგავსი სიახლეები

ამინდი