Войти на сайт
Логин:
პაროლი:
რეგისტრაცია  :  დაგავიწყდა პაროლი?  :  დახურვა
Рекомендуем так же посмотреть фильмы и не забудьте о шаблоны dle на нашем ресурсе скачать аниме у нас на портале
ჩვენს შესახებ მოგვწერეთ კონტაქტი

"მომავლის ქუთაისი აუცილებლად იქნება უფრო მწვანე, რეკრეაციულად კომფორტული, ეკოლოგიურად სტაბილური, ტურისტებისთვის მეტად მიმზიდველი და ეკონომიკურად მდგრადი, სადაც ადამიანები არ იფიქრებენ ქალაქის დატოვებაზე"

თარიღი : 27-09-2021, 12:56 | კატეგორია: ახალი ამბები, პოლიტიკა, არჩევნები, მთავარი თემა   
topnews.com.ge
საინფორმაციო სააგენტო Topnews.com.ge წარმოგიდგენთ რუბრიკას-"ჩემი არჩევანი".

რუბრიკის ფარგლებში, სააგენტო მკითხველს ქუთაისის მერობისა და საკრებულოს მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატების პროგრამას, მათ ხედვებსა და ქუთაისის განვითარებასთან დაკავშირებულ გეგმებს გააცნობს.

"ჩემი არჩევანი"-ს სტუმარია პარტია "საქართველოსთვის" გამარჯვების მაჟორიტარობის კანდიდატი მათე ზოსიაშვილი.

1.რატომ გადაწყვიტეთ მაჟორიტრობა?
პოლიტიკაში წასვლა გადავწყვიტე იმიტომ, რომ ჩემი წვლილი შევიტანო ჩემი უბნისა და ქალაქის განვითარების საქმეში.

2. როგორ ფიქრობთ, რა რესურსს ფლობთ იმისთვის, რომ მეტი სიკეთე მოუტანოთ ქალაქს და რა იქნება თქვენი სამოქმედო გეგმა არჩევნებში გამარჯვების შემთხვევაში?

ჩემი მთავარი რესურსი მრავალმხრივი გამოცდილებაა, რომელსაც ჩემი ქალაქის სასიკეთოდ გამოვიყენებ. მთელი ცხოვრება აქ გავატარე და კარგად ვიცი ქუთაისისა და თითოეული მოქალაქის გულისტკივილი და პრობლემა. მინდა ყველამ ერთად ვაქციოთ ჩვენი ქუთაისი უკეთეს ქალაქად.

3. რას თვლით დღეს ქუთაისის მთავარ პრობლემად?

ქუთაისს დაკარგული აქვს სტატუსი და მთავარი პრობლემა ესაა. ასევე, საზოგადოებაში არსებული ნიჰილიზმი, უიმედობა და ხალხის აზრის არგათვალისწინება ქალაქის მართვის პროცესში.

4. რა შეგიძლიათ გვითხრათ თქვენს მიერ ან თქვენი ინიციატივით მოსახლეობის და ქალაქის სასიკეთოდ გაკეთებული საქმეებიდან?

განსაკუთრებულად სიკეთით სავსე მგონია ჩემი ქუთაისი და მისთვის გაკეთებულ კეთილ საქმეებზე საუბარი სწორად არ მიმაჩნია.

5.როგორ წარმოგიდგენიათ ქუთაისი 5 წლის შემდეგ?
მომავლის ქუთაისი აუცილებლად იქნება უფრო მწვანე, რეკრეაციულად კომფორტული, ეკოლოგიურად სტაბილური, ტურისტებისთვის მეტად მიმზიდველი და ეკონომიკურად მდგრადი, სადაც ადამიანები არ იფიქრებენ ქალაქის დატოვებაზე.

6. რას ეტყოდით ოპონენტებს?

წარმატებებს ვუსურვებ ყველა კანდიდატს. თანაბარ და თანასწორ გარემოში მუშაობას.

7. რას ეტყოდით ამომრჩევლებს, რატომ უნდა დაგიჭირონ მათ მხარი?

იმიტომ, რომ მე, ჩემს გუნდთან ერთად, ვიბრძვი უკეთესი ქუთაისისთვის, უკეთესი ქვეყნისთვის.


ნანახია: 242-ჯერ

მსგავსი სიახლეები

ამინდი