Войти на сайт
Логин:
პაროლი:
რეგისტრაცია  :  დაგავიწყდა პაროლი?  :  დახურვა
Рекомендуем так же посмотреть фильмы и не забудьте о шаблоны dle на нашем ресурсе скачать аниме у нас на портале
ჩვენს შესახებ მოგვწერეთ კონტაქტი

"იმედი მაქვს, ჩემი თანაქალაქელების მხარდაჭერის, რათა ერთობლივი ძალებით ქუთაისი ვაქციოთ უკეთეს ქალაქად"

თარიღი : 27-09-2021, 12:40 | კატეგორია: ახალი ამბები, პოლიტიკა, არჩევნები   
topnews.com.ge
საინფორმაციო სააგენტო Topnews.com.ge წარმოგიდგენთ რუბრიკას-"ჩემი არჩევანი".

რუბრიკის ფარგლებში, სააგენტო მკითხველს ქუთაისის მერობისა და საკრებულოს მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატების პროგრამას, მათ ხედვებსა და ქუთაისის განვითარებასთან დაკავშირებულ გეგმებს გააცნობს.

"ჩემი არჩევანი"-ს სტუმარია პარტია "საქართველოსთვის" ავტოქარხნის მაჟორიტარობის კანდიდატი ალეკო თამაზაშვილი.

1. რატომ გადაწყვიტეთ მაჟორიტარობა?


მთავარი მიზეზი, რატომაც გადავწყვიტე მაჟორიტარობა იყო, ჩემს ქვეყანასა და ქალაქში არსებული მძიმე სურათი. ვფიქრობ, რომ მე და ჩემი ამომრჩეველი ერთად დგომითა და დაუღალავი შრომით არსებულ რეალობას უკეთესს გავხდით.

2. როგორ ფიქრობთ, რა რესურსს ფლობთ იმისთვის, რომ მეტი სიკეთე მოუტანოთ ქალაქს და რა იქნება თქვენი სამოქმედო გეგმა არჩევნებში გამარჯვების შემთხვევაში?

ვფიქრობ, ჩემი ფიზიკური თუ გონებრივი რესურსით დიდ წვლილს შევიტან ქალაქის განვითარების საქმეში. ყოველდღიურად ვხვდები მოსახლეობას და ჩემთვის კიდევ უფრო ნათელი გახდა არსებული პრობლემები, რომლის აღმოფხვრის გზებსაც ჩემს თანაქალაქელებთან ერთად განვიხილავ. ჩვენ ერთობლივი ძალებით ქუთაისს შევცვლით უკეთესობისკენ.

3. რას თვლით დღეს ქუთაისის მთავარ პრობლემად?
დღეს ჩვენს ქალაქს უამრავი პრობლემა აქვს-ჩამოშლილი ინფრასტრუქტურა, მძიმე სოციალური ფონი, ჯანდაცვა და არასათანადო მმართველობა. ამასთანავე, ნაკლები კომუნიკაცია საზოგადოებასთან.

4. როგორ წარმოგიდგენიათ ქუთაისი 5 წლის შემდეგ?

ხუთი წელი საკმარისი დროა იმისთვის, რომ ძირეული ცვლილებები განხორციელდეს. არსებული სურათი უკეთესობისკენ შეიცვალოს. ხუთი წლის შემდეგ ქუთაისი მეტად განვითარებულ ქალაქად წარმომიდგენია.

5. რა შეგიძლიათ გვითხრათ თქვენს მიერ ან თქვენი ინიციატივით მოსახლეობის და ქალაქის სასიკეთოდ გაკეთებული საქმეებიდან?
ვფიქრობ, რომ კეთილ საქმეეებს არ სჭირდება აფიშირება, შესაბამისად თავს შევიკავებ ვისაუბრო იმაზე, თუ რა გამიკეთებია ჩემი ქალაქისა თუ ქვენის სასიკეთოდ.

6.რას ეტყოდით ოპონენტებს?
ჩემს ოპონენტებს მინდა ვუთხრა, რომ ჩვენ არ ვიბრძვით არავის წინააღმდეგ, ჩვენ გვსურს უკეთესი მომავალი ქუთაისისთვის და საქართველოსთვის.

7. რას ეტყოდით ამომრჩევლებს, რატომ უნდა დაგიჭირონ მათ მხარი?
ყოველი შეხვედრის შემდეგ უფრო მეტ თანადგომასა და მხარდაჭერას ვგრძნობ ჩემი ამომრჩევლებისგან. იმედი მაქვს, ჩემი თანაქალაქელების მხარდაჭერის, რათა ერთობლივი ძალებით ქუთაისი ვაქციოთ უკეთეს ქალაქად.


ნანახია: 297-ჯერ

მსგავსი სიახლეები

ამინდი