Войти на сайт
Логин:
პაროლი:
რეგისტრაცია  :  დაგავიწყდა პაროლი?  :  დახურვა
Рекомендуем так же посмотреть фильмы и не забудьте о шаблоны dle на нашем ресурсе скачать аниме у нас на портале
ჩვენს შესახებ მოგვწერეთ კონტაქტი

ხარაგაულის სოფელ ფარცხნალის მოსახლეობა დღეიდან ბუნებრივი აირით სარგებლობს

თარიღი : 25-09-2021, 14:19 | კატეგორია: ახალი ამბები, პოლიტიკა   
topnews.com.ge
ხარაგაულის სოფელ ფარცხნალში ბუნებრივი აირი 35 ოჯახში აინთო.

ფარცხნალში, ბუაჩიძეების ოჯახში, გაზი სიმბოლურად მერის მოვალეობის შემსრულებელმა დავით დევდარიანმა, მერის წარმომადგენელთან ავთო თაბუკაშვილთან და ოჯახის დიასახლისთან კლარა ბუაჩიძესთან ერთად აანთო.

“დღეს სოფელ ფარცხნალში, ერთ-ერთ ოჯახში ავანთეთ ცისფერი ალი, მინდა მივულოცო ყველა ფარცხნალელს ეს სიკეთე, რომელიც ძლიერი სოფლის ერთ-ერთი კომპონენტია.

მინდა მადლობა ვუთხრა ყველა იმ ადამიანს, ვინც მცირედი წვლილი შეიტანა ამ საქმეში და სოფელ ფარცხნალის გაზიფიცირება ბოლომდე მიიყვანა.

სოფელში აქტიურად მიმდინარეობს გაზიფიცირების მეორე ეტაპი, რაც მოსახლეობის ინდივიდუალურ გამრიცხველიანებას გულისხმობს. წლის ბოლომდე გაზი სოფელ ფარცხნალში, 210 ოჯახში აინთება.
აღსანიშანვია, რომ ამ სოფლის მოსახლეობა ბუნებრივი აირით ამ დრომდე არ სარგებლობდა,”-ამბობს დავით დევდარიანი.

ინფორმაციისთვის, ამ ეტაპზე მოსახლეობის ინდივიდუალური გამრიცხველიანების სამუშაოები დასასრულს უახლოვდება სოფელ კიცხსა და ლაშეში.

საერთო ჯამში, კიცხში 425, ხოლო ლაშეში - 196 აბონენტი გაზიფიცირდება.

მაგისტრალური გაზსადენი აშენებულია ვარძიაში, სადაც ინდივიდუალური გამრიცხველიანება უახლოეს მომავალში დაიწყება.


ნანახია: 610-ჯერ

მსგავსი სიახლეები
გივი ჭიჭინაძე სოფელ ზემო ნოღაში გიორგაძეების ოჯახს ესტუმრა.
ხარაგაულის მუნიციპალიტეტში ბოლო ორი წლის განმავლობაში დაახლოებით 800 აბონენტი გაზიფიცირდა.

ამინდი