Войти на сайт
Логин:
პაროლი:
რეგისტრაცია  :  დაგავიწყდა პაროლი?  :  დახურვა
Рекомендуем так же посмотреть фильмы и не забудьте о шаблоны dle на нашем ресурсе скачать аниме у нас на портале
ჩვენს შესახებ მოგვწერეთ კონტაქტი

ხარაგაულის სოფელ ლეღვანში წყალმა დროებითი ხიდი წაიღო

თარიღი : 24-09-2021, 21:41 | კატეგორია: ახალი ამბები, მთავარი თემა   
topnews.com.ge
ხარაგაულის მერის მოვალეობის შემსრულებელი დავით დევდარიანი სოფელ ლეღვანში, კიბაბოურის უბანში მაცხოვრებლებს შეხვდა.

სოფელში, სადაც აქტიურად მიმდინარეობს სტიქიის შედეგად დაზიანებული ხიდის მშენებლობა, უხვი ნალექის შედეგად მოვარდნილმა წყალმა რამდენჯერმე დააზიანა დროებითი გადასასვლელი, რომელიც ხიდის მშენებლობის პროცესში მოეწყო.

“ხიდის მშენებლობა გეგმა-გრაფიკის მიხედვით, 18 ოქტომბერს უნდა დასრულდეს, პროექტი ვადებში მიმდინარეობს. ხიდის ბურჯები უკვე მზადაა, მიმდინარეობს მალის ნაშენის აწყობა, რადგან შედუღება და შეღებვა გაცილებით იოლად და სწრაფად განხორციელდეს. მოხდება მზა მალის ნაშენის ტრანსპორტირება და მოწყობა არსებულ ბურჯებზე.

დღეს შევხვდით მოსახლეობას და ავუხსენით რა ვადებში დასრულდება ხიდის მშენებლობა. სამწუხაროა, რომ სტიქიის გამო მოსახლეობისთვის გადაადგილება შეზღუდულია, თუმცა როგორც კი წყლის დონე დაიწევს, კვლავ მოეწყობა დროებითი ხიდი.

ამ ეტაპზე მოსახლეობას დანიშნულების ადგილამდე მისვლა ალტერნატიული გზის შემოვლით უხდება.

პროექტის დასრულების შემდეგ მოსახლეობა კომფროტული გადასასვლელით ისარგებლებს,”-ამბობს დავით დევდარიანი.

პროექტის ღირებულება 349 349 ლარია.


ნანახია: 216-ჯერ

მსგავსი სიახლეები

ამინდი