Войти на сайт
Логин:
პაროლი:
რეგისტრაცია  :  დაგავიწყდა პაროლი?  :  დახურვა
Рекомендуем так же посмотреть фильмы и не забудьте о шаблоны dle на нашем ресурсе скачать аниме у нас на портале
ჩვენს შესახებ მოგვწერეთ კონტაქტი

'ლეიბორისტული პარტიის' ქუთაისის საკრებულოში წარმოდგენის შემთხვევაში, ქალაქი იგრძნობს პერსპექტივას'

თარიღი : 22-09-2021, 19:39 | კატეგორია: ახალი ამბები, პოლიტიკა, არჩევნები   
topnews.com.ge
საინფორმაციო სააგენტო Topnews.com.ge წარმოგიდგენთ რუბრიკას-"ჩემი არჩევანი".

რუბრიკის ფარგლებში, სააგენტო მკითხველს ქუთაისის მერობისა და საკრებულოს მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატების პროგრამას, მათ ხედვებსა და ქუთაისის განვითარებასთან დაკავშირებულ გეგმებს გააცნობს.

"ჩემი არჩევანი"-ს სტუმარია "ლეიბორისტული პარტიის" უქიმერიონი-გუმათის მაჟორიტარობის კანდიდატი ქუთაისის საკრებულოში მერაბ ჭუმბურიძე.

1. რატომ გადაწყვიტეთ მაჟორიტარობა?

ქვეყანაში და ქალაქში შექმნილი უსამართლო მდგომარეობის გამო. მაქვს პოლიტიკური გამოცდილება და კომპეტენცია, რაც მაძლევს იმის თქმის საშუალებას, რომ ვიყო ღირსეული კანდიდატი და წარმომადგენელი ადგილობრივი მოსახლეობის.

2. როგორ ფიქრობთ, რა რესურსს ფლობთ იმისთვის, რომ მეტი სიკეთე მოუტანოთ ქალაქს და რა იქნება თქვენი სამოქმედო გეგმა არჩევნებში გამარჯვების შემთხვევაში?

პიროვნულ უნარებს, გამოცდილებას და სიყვარულს ქალაქისადმი. ჩემი სამოქმედო გეგმა უკავშირდება ინფასტრუქტურული და სოციალური პრობლემების მოგვარებას.

3. რას თვლით დღეს ქუთაისის მთავარ პრობლემად?
უმუშევარობას, სოციალურ პრობლემებს და გაზრდილ მიგრაციას.

4. როგორ წარმოგიდგენიათ ქუთაისი 5 წლის შემდეგ?
ეს დამოკიდებულია იმაზე, თუ ვინ იქნება ხელისუფლებაში. ჩვენი პარტიის ადგილობრივ საკრებულოში მნიშვნელოვანწილად წარმოდგენის შემთხვევაში, ქალაქი მომდევნო 5 წლის განმავლოში იგრძნობს პერსპექტივას და განვითარების ახალ ეტაპს.

5. რა შეგიძლიათ გვითხრათ თქვენს მიერ ან თქვენი ინიციატივით მოსახლეობის და ქალაქის სასიკეთოდ გაკეთებული საქმეებიდან?

ჩვენი ქალაქის სტუდენტები დღეს უკვე სარგებლობენ 50 პროცენტიანი შეღავათით მუნიციპალურ ტრანსპორტზე. ეს არის ჩვენი გუნდის დამსახურება, რაშიც ჩემი წვლილი მაქვს შეტანილი.

6. რას ეტყოდით ოპონენტებს?
ვიდებატოთ, ვიკამათოთ-საქმიანად.

7. რას ეტყოდით ამომრჩევლებს, რატომ უნდა დაგიჭირონ მათ მხარი?

ჩვენი პარტიის არსებობის 25 წლიანი მოღვაწეობიდან გამომდინარე, გვაქვს მორალური უფლება ვუთხრა ამომრჩეველს, რომ დაგვიჭირონ მხარი.


ნანახია: 283-ჯერ

მსგავსი სიახლეები

ამინდი