Войти на сайт
Логин:
პაროლი:
რეგისტრაცია  :  დაგავიწყდა პაროლი?  :  დახურვა
Рекомендуем так же посмотреть фильмы и не забудьте о шаблоны dle на нашем ресурсе скачать аниме у нас на портале
ჩვენს შესახებ მოგვწერეთ კონტაქტი

"ვინც ჩემი ნაკეთები საქმეები, მათი მასშტაბურობა და სიხშირე იცის, ის უყოყმანოდ დამიჭერს მხარს, რადგან მე ყოველდღიურ რეჟიმში ვარ ჩემს ამომრჩევლებთან და მომავალშიც ასე იქნება"

თარიღი : 19-09-2021, 12:50 | კატეგორია: ახალი ამბები, არჩევნები, მთავარი თემა   
topnews.com.ge
საინფორმაციო სააგენტო Topnews.com.ge წარმოგიდგენთ რუბრიკას-"ჩემი არჩევანი".

რუბრიკის ფარგლებში, სააგენტო მკითხველს ქუთაისის მერობისა და საკრებულოს მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატების პროგრამას, მათ ხედვებსა და ქუთაისის განვითარებასთან დაკავშირებულ გეგმებს გააცნობს.

"ჩემი არჩევანი"-ს სტუმარი კახა ბოჭორიშვილი - "ქართული ოცნების" ავტოქარხნის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი მერაბ კვიცარიძეა.

1. რატომ გადაწყვიტეთ მაჟორიტარობა?


გადაწყვეტილებას, ვიყო საკრებულოს მაჟორიტარი დეპუტატი, ზურგს უმაგრებს ჩემი უანგარო სიყვარული ქუთაისსა და ქუთაისელებზე. ეს არის დიდი შესაძლებლობა გვერდით დავუდგე ყველა იმ ადამიანს, ვისაც ნამდვილად სჭირდება ჩემი, როგორც ექიმისა და როგორც საკრებულოს წევრის მხარდაჭერა.

2. როგორ ფიქრობთ, რა რესურსს ფლობთ იმისთვის, რომ მეტი სიკეთე მოუტანოთ ქალაქს და რა იქნება თქვენი სამოქმედო გეგმა არჩევნებში გამარჯვების შემთხვევაში?

არჩევნებში გამარჯვების შემთხვევაშიც, ჩემი უმთავრესი რესურსი არის ჩემი პიროვნული და პროფესიული გამოცდილება, რითაც დღემდე და ხვალაც დავეხმარები ყველა ადამიანს, იმიტომ, რომ მე ყველას მაჟორიტარი ვიყავი და ვიქნები!

3. რას თვლით დღეს ქუთაისის მთავარ პრობლემად?

ქუთაისში ბევრი პროექტი ჩემი სახსრებით განხორციელდა. პრობლემები ბუნებრვია არის და სწორედ ქუთაისის საკრებულო არის ქალაქის მერთან ერთად გარანტორი, რათა ცივილურად და საღი გონებით მივუდგეთ პრობლემებს და ვიზრუნოთ მათ დროულ აღმოფხვრაზე.

4. რა შეგიძლიათ გვითხრათ თქვენს მიერ ან თქვენი ინიციატივით მოსახლეობის და ქალაქის სასიკეთოდ გაკეთებული საქმეებიდან?

რაც შეეხება ჩემს ნაკეთებ საქმეებს, ვიტყოდი, რომ პირადად ჩემი პატრონაჟითა და სახსრებით 300-მდე ქველმოქმედება მაქვს გაკეთებული. ვეხმარები შეჭირვებულ ოჯახებს, მედიკამენტებით, წიგნებით, საკვებით. დამყავს ბავშვები თურქეთში სასწავლო, შემეცნებითი თუ გასართობი პროგრამების ფარგლებში. უფასო სამედიცინო დახმარებას აღმოვუჩენ ადამიანებს, რომლებიც ამას საჭიროებენ, დაბადების დღეს ვულოცავ ჩემს სამაჟორიტარო ოლქში საჩუქრებით ყველა ამომრჩეველს, განურჩევლად იმისა, მომცა თუ არა ხმა არჩევნებზე. ჩემი ტელეფონი 24 საათის განმავლობაში ჩართულია და ვპასუხობ ყველა ადამიანის ზარს და ვცდილობ ოპერატიულად დავეხმარო პრობლემების გადაჭრაში. კიდევ ბევრი სხვა ..

5. რას ეტყოდით ოპონენტებს?

ოპონენტებს ვეტყოდი: მე ყველას მაჟორიტარი ვარ! არა პოლარიზაციით და რადიკალიზმით, არამედ თანადგომითა და ერთობით ვაშენოთ ჩვენი ქალაქი და ქვეყანა!

6. რას ეტყოდით ამომრჩევლებს, რატომ უნდა დაგიჭირონ მათ მხარი?

ვინც ჩემი ნაკეთები საქმეები იცის, მათი მასშტაბურობა და სიხშირე, ის უყოყმანოდ დამიჭერს მხარს, რადგან მე ყოველდღიურ რეჟიმში ვარ ჩემს ამომრჩევლებთან და რაც მთავარია, უნდა იცოდნენ, რომ მომავალშიც ასე ვიქნები, გაორმაგებული და გაათმაგებული ძალებითა და ენერგიებით!



ნანახია: 248-ჯერ

მსგავსი სიახლეები