Войти на сайт
Логин:
პაროლი:
რეგისტრაცია  :  დაგავიწყდა პაროლი?  :  დახურვა
Рекомендуем так же посмотреть фильмы и не забудьте о шаблоны dle на нашем ресурсе скачать аниме у нас на портале
ჩვენს შესახებ მოგვწერეთ კონტაქტი

"ქუთაისი უნდა ვაქციოთ მომავლის ქალაქად, რომელიც მყარად დგას წარსულზე"

თარიღი : 19-09-2021, 12:37 | კატეგორია: ახალი ამბები, არჩევნები, მთავარი თემა   
topnews.com.ge
საინფორმაციო სააგენტო Topnews.com.ge წარმოგიდგენთ რუბრიკას-"ჩემი არჩევანი".

რუბრიკის ფარგლებში, სააგენტო მკითხველს ქუთაისის მერობისა და საკრებულოს მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატების პროგრამას, მათ ხედვებსა და ქუთაისის განვითარებასთან დაკავშირებულ გეგმებს გააცნობს.

"ჩემი არჩევანი"-ს სტუმარი კახა ბოჭორიშვილი - "ქართული ოცნების" ნიკეა ძელქვიანის ადმინისტრაციული ერთეულის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატია.

1. რატომ გადაწყვიტეთ მაჟორიტარობა?

ქუთაისი არის ჩემი წარსული, აწმყო და მომავალი. ისევე როგორც ყველა ქუთაისელს, მეც სურვილი მაქვს, ვიდგე მის სამსახურში და ჩემი შესაძლებლობები ქალაქის სასიკეთოდ გამოვიყენო. რადგან 4 წლის მანძილზე ადგილობრივ ხელისუფლებაში მე ვიყავი ნიკეას ადმინისტრაციული ერთეულის წარმომადგენელი, მინდა ყველა მნიშვნელოვანი წამოწყება ბოლომდე მივიყვანო და ღირსეულად შევძლო ჩემი ვალის მოხდა.

2. როგორ ფიქრობთ, რა რესურსს ფლობთ იმისთვის, რომ მეტი სიკეთე მოუტანოთ ქალაქს და რა იქნება თქვენი სამოქმედო გეგმა არჩევნებში გამარჯვების შემთხვევაში?

რესურსი არის სწორედ ის სიკეთეები, რასაც მმართველი გუნდი ფლობს. პოლიტიკური პარტია "ქართული ოცნება დემოკრატიული საქართველოს" მთავარი დევიზი არის მოქალაქეებზე ზრუნვა და მათი საცხოვრებელი პირობების გაუმჯობესება. ჩვენი ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ ადგილობრივ დონეზეც არაერთი მნიშვნელოვანი პროექტი განხორციელდა. ინფრასტრუქტურული სამუშაოების გარდა, საკრებულოს მიერ დამტკიცებული იქნა ისეთი სოციალური პროექტები, რომელიც ჩვენი თანაქალაქელების თანადგომას ითვალისწინებს. მე, როგორც საფინანსო-საბიუჯეტო კომისიის თავმჯდომარემ,თამამად შემიძლია გითხრათ, რომ ბიუჯეტის შემუშავებისას ხდება ყველა იმ დეტალის გათვალისწინება, რომელიც ემსახურება მოქალაქეების კეთილდღეობას.

ჩემს სამოქმედო გეგმას კი წარმოადგენს იმ მნიშვნელოვანი პროექტის გაგრძელება, რომელიც ოთხი წლის წინ, ჩემს გუნდთან ერთად დავიწყე. სწორედ ჩვენი ხელისუფლების პირობებში შეწყდა სკვერების გასხვისება და მასში უსახური შენობების ჩადგმა. საკრებულოს მიერ მიღებული ამ გადაწყვეტილების შედეგად, ქალაქში არაერთი რეკრეაციული ზოლი და სკვერი მოეწყო. გალამაზდა ქალაქის იერსახე და მოწესრიგდა მაღლივი ბინების ეზოები, სადაც ჩვენი პატარა თანაქალაქელებისთვის ატრაქციონები განთავსდა.
ჩემი სამოქმედო გეგმა კი არის თითოეული მოქალაქესთან მისვლა, მათი მოსმენა და პრობლემაზე დროული რეაგირება.

3. რას თვლით დღეს ქუთაისის მთავარ პრობლემად?
სამწუხაროდ, მთავარ პრობლემად ჯერ ისევ რჩება დასაქმება. თუმცა ეს პრობლემაც ეტაპობრივად მოგვარდება, რადგან ამას ხელს უწყობს ის საინვესტიციო გარემო, რომელიც დღეს ჩვენს ქვეყანაშია და თავისთავად ამ გარემოს ნაწილია ქუთაისი. ჩვენს ქალაქში არსებული თავისუფალი ინდუსტრიული ზონა ნათელი მაგალითია იმისა, თუ როგორ ეტაპობრივად ხდება ინვესტიციების შემოდინება და ადგილობრივების დასაქმება. დღეს თავისუფალ ინდუსტრიულ ზონაში მომუშავე ქარხნებში ასობით ჩვენი თანაქალაქელი არის დასაქმებული და მათი სამუშაო გარემო სრულად აკმაყოფილებს თანამედროვე სტანდარტებს.

ასევე, მნიშვნელოვანია ის სტარტაპები და მცირე მეწარმეობის ხელშემწყობი პროექტები, რომელიც ინდივიდუალურად არის მორგებული მცირე ბიზნესის განვითარებაზე.

4. როგორ წარმოგიდგენიათ ქუთაისი 5 წლის შემდეგ?

ხუთი წლის შემდეგ ქუთაისის ინფრასტრუქტურა უნდა აკმაყოფილებდეს იმ სტანდარტებს, რასაც თანამედროვეობა ითხოვს. ქალაქის ტურისტული პოტენციალი სრულად უნდა იქნას ათვისებული, რომ ადგილობრივმა მეწარმეებმა და თვითდასაქმებულებმა შეძლონ მეტი დოვლათის შექმნა, რაც უკუკავშირს გამოიწვევს ქალაქის ეკონომიკურ განვითარებაში.

ქუთაისისთვის სამომავლოდ ასევე მნიშვნელოვანია ის საუნივერსიტეტო ქალაქი, რომელიც ყოველწლიურად მზარდია და ხუთი წლის შემდეგ, შეძლებს ქვეყანას მისცეს კვალიფიციური, მსოფლიოს წამყვანი უნივერსიტეტების დონის კადრები.

ტექნოლოგიური უნივერსიტეტი და ანდრონული თერაპიის ცენტრი, ჩვენი ქალაქის სამომავლო რეალობაში ჩამოყალიბდება განათლების და მედიცინის ჰაბად, რომელიც ამიერ კავკასიაში იქნება ერთადერთი. მსგავსი მნიშვნელოვანი პროექტებით კი ხელს შეუწყობს ახალგაზრდების და კვალიფიციური კადრების დასაქმებას.

5. რა შეგიძლიათ გვითხრათ თქვენს მიერ ან თქვენი ინიციატივით მოსახლეობის და ქალაქის სასიკეთოდ გაკეთებული საქმეებიდან?

როგორც საკრებულოს წევრი და კომისიის თავმჯდომარე, თანამონაწილე ვარ ყველა მნიშვნლოვანი პროექტის და წამოწყების, რომელიც ქალაქის განვითარებაზე არის ორიენტირებული. სრულად ვიზიარებ იმ პასუხისმგებლობას, რომელიც მე, როგორც მაჟორიტარს მენიჭება და აქედან გამომდინარე, მაქსიმალურად ვცდილობ ნიკეაზე მცხოვრები თითოეული მოქალაქის პრობლემა და საჭიროება მიტანილი იქნას აღმასრულებელ ხელისუფლებამდე.

ჩემი მაჟორიტარობისას ნიკეას ადმინისტრაციულ ერთეულში მოწესრიგდა შიდა გზები, ეზოები, მოეწყო ახალი სკვერები. ახალგაზრდებში ჯანსაღი ცხოვრების პოპულარიზაციის მიზნით, რამდენიმე ლოკაციაზე დამონტაჟდა ე.წ. ტრენაჟორები და მოეწყო სპორტული მოედნები. საჭიროებიდან გამომდინარე, რამდენიმე ათეულ ადამიანს გაეწია მატერიალური დახმარება.

საყოველთაო ჯანდაცვის ხელმისაწვდომობის მიზნით, რეაბილიტაცია ჩაუტარდა ნიკეას მე-4 შერეულ პოლიკლინიკას, რომლის ინფრასტრუქტურა და პერსონალი დღეისათვის სრულად აკმაყოფილებს თანამედროვე სტანდარტებს. თანამედროვე აპარატურით ჩატარებული დროული დიაგნოსტიკა კი ნამდვილად ნიშნავს მეტ გადარჩენილ სიცოცხლეს. ჩემთვის როგორც მაჟორიტარისთვის, აღნიშნული პროექტი არის შედეგზე ორიენტირებული და ემსახურება მოქალაქეების კეთილდღეობას.

6. რას ეტყოდით ოპონენტებს?
მე მზად ვარ ღირსეულად გავაგრძელო დაწყებული საარჩევნო კამპანია და მათთან ერთად ჩავერთო მარათონში, რომლის მთავარი არბიტრი არის ამომრჩეველი. ამომრჩევლის ნება არის უზენაესი და ჩვენ პოლიტიკოსები ვალდებულნი ვართ პატივი ვცეთ მათ ნებას და გადაწყვეტილებას. ამიტომ კანონის სრული დაცვით უნდა მოხდეს, როგორც წინა საარჩევნო კამპანიის ჩატარება, ასევე შედეგების დათვლა.

მე პატივს ვცემ თითოეული მათგანის გადაწყვეტილებას და ვუსურვებ წარმატებას.

7. რას ეტყოდით ამომრჩევლებს, რატომ უნდა დაგიჭირონ მათ მხარი?

ჩემს სამაჟორიტარო ოლქში ამომრჩეველთა უმრავლესობამ ნდობა 2017 წლის ადგილობრივი არჩევნებზე გამომიცხადა, რისთვისაც კიდევ ერთხელ მინდა მათ მადლობა ვუთხრა. მიმდინარე არჩევნებში გამოცხადებული მხარდაჭერა კი ნიშნავს, ჩვენი ქალაქის კიდევ უფრო განვითარებას, მეტ წარმატებულ პროექტს, კიდევ უფრო უსაფრთხო გარემოს და რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, ქუთაისი უნდა ვაქციოთ მომავლის ქალაქად, რომელიც მყარად დგას წარსულზე.


ნანახია: 290-ჯერ

მსგავსი სიახლეები

ამინდი