Войти на сайт
Логин:
პაროლი:
რეგისტრაცია  :  დაგავიწყდა პაროლი?  :  დახურვა
Рекомендуем так же посмотреть фильмы и не забудьте о шаблоны dle на нашем ресурсе скачать аниме у нас на портале
ჩვენს შესახებ მოგვწერეთ კონტაქტი

"თუ ამომრჩეველი მომცემს იმის საშუალებას რომ ვიყო მათი წარმომადგენელი ადგილობრივ საკრებულოში, მათ ვპირდები რომ ჩემი სახით ეყოლებათ მათი ინტერესების ნამდვილი დამცველი და არა ფასადური კლასიკური ჩინოვნიკი, რომელიც მერკანტილურ მიზნებზეა ორიენტირებული"

თარიღი : 19-09-2021, 12:06 | კატეგორია: ახალი ამბები, არჩევნები, მთავარი თემა   
topnews.com.ge
საინფორმაციო სააგენტო Topnews.com.ge წარმოგიდგენთ რუბრიკას-"ჩემი არჩევანი".

რუბრიკის ფარგლებში, სააგენტო მკითხველს ქუთაისის მერობისა და საკრებულოს მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატების პროგრამას, მათ ხედვებსა და ქუთაისის განვითარებასთან დაკავშირებულ გეგმებს გააცნობს.

"ჩემი არჩევანი"-ს სტუმარი "ლეიბორისტული პარტიის" სულხან საბა-ვაკის უბნის მაჟორიტარობის კანდიდატი ირაკლი კიკვაძეა.


1. რატომ გადაწყვიტეთ მაჟორიტარობა?

რადგანაც მაქვს მიზანი, აქტიური მონაწილეობა მივიღო ჩემი ქალაქის მშენებლობაში. მაქვს 14 -წლიანი პოლიტიკური გამოცდილება, კომპეტენცია და ამბიცია რომ ვიყო ადგილობრივი მოსახლეობის წარმომადგენელი საკრებულოში.

2. როგორ ფიქრობთ, რა რესურსს ფლობთ იმისთვის, რომ მეტი სიკეთე მოუტანოთ ქალაქს და რა იქნება თქვენი სამოქმედო გეგმა არჩევნებში გამარჯვების შემთხვევაში?

პირველ რიგში, პიროვნულ უნარებს და შემართებას, შემდეგ კი კომპეტენციას და გამოცდილებას. სამოქმედო გეგმა-დეცენტრალიზაციის რეფორმის მხარდაჭერა, ქუთაისის გარე უბნების თავისუფალ ეკონომიკურ ზონად გამოცხადება რაც წვრილ და საშუალო ბიზნესს მისცემს ბიძგს და ფართო სოციალური პაკეტის შეთავაზება ადგილობრივი მოწყვლადი ფენებისათვის-ბიუჯეტიდან დაფინანსებული ტრანსპორტი, მუნიციპალური საავადმყოფო და მე-13 პენსია ადგილობრივი პენსიონერებისა და შშმ პირებისათვის.

3. რას თვლით დღეს ქუთაისის მთავარ პრობლემად?
უფუნქციობა და უძრაობა არის ქალაქის მთავარი პრობლემა და იმის განმაპირობებელი, რომ ქუთაისი ქალაქებს შორის ყველაზე დაცლადი ქალაქია ადამიანური რესურსისაგან.

4. როგორ წარმოგიდგენიათ ქუთაისი 5 წლის შემდეგ?
ეს დამოკიდებულია იმაზე, თუ როგორ ტიპის მმართველობა გვექნება ზოგადად ქვეყანაში და რა კონფიგურაცია იქნება საკრებულო არჩევნების შემდგომ. არჩევნებში ჩვენი პარტიის წარმატების შემთხვევაში, ქუთაისი 5 წლის შემდეგ იქნება პოლიტიკურად, ეკონომიკურად და სოციალურად სტიმულმიცემული, სხვადასხვა მიმართულებით პერპექტივის მქონე ქალაქი.

5. რა შეგიძლიათ გვითხრათ თქვენს მიერ ან თქვენი ინიციატივით მოსახლეობის და ქალაქის სასიკეთოდ გაკეთებული საქმეებიდან?

ვარ ყველა აქტიური პროცესის მონაწილე ბოლო 14 წლის მანძილზე, რომელიც უკავშირდება არსებული მანკიერი სისტემის ცვლილებასა და ქვეყანაში ჯანსაღი, ცივილური, დემოკრატიული მმართველობის დამკვიდრებას. ყოველთვის აქტიურად ვცდილობდი ადგილობრივი პრობლემატიკის წარმოჩენას და გადაწყვეტილებების ალტერნატივის შეთავაზებას, ყოველთვის ვიდექი და დღესაც ვდგავარ შეჭირვებული, სისტემის მარწუხებისგან შევიწროებული მოწყვლადი ფენების გვერდით. დღეს რომ ქუთაისში, სტუდენტებს დაწესებული აქვთ 50% იანი შეღავათი მუნიციპალურ ტრანსპორტზე, ეს ჩვენი გუნდის დამსახურებაა, რაშიც ჩემი მცირე წვლილიც მაქვს შეტანილი.

თუ ამომრჩეველი მომცემს იმის საშუალებას რომ ვიყო მათი წარმომადგენელი ადგილობრივ საკრებულოში, მათ ვპირდები რომ ჩემი სახით ეყოლებათ მათი ინტერესების ნამდვილი დამცველი და არა ფასადური კლასიკური ჩინოვნიკი, რომელიც მერკანტილურ მიზნებზეა ორიენტირებული.

6. რას ეტყოდით ოპონენტებს?
ვეტყოდი იმას, რომ პოლიტიკაში იყვნენ პოლიტიკისთვის, რათა შევქმნათ წარმატებული სახელმწიფო. ჩვენი ქვეყანა ამას იმსახურებს. ხოლოს ვისაც სხვა მიზნები აქვს და სამწუხაროდ ასეთი ბევრია ჩვენს პოლიტიკურ სპექტრში, ჩამოსცილდნენ პოლიტიკას. ამაზე კარგს ისინი ქვეყანას ვერ გაუკეთებენ. იდეამ უნდა შექმნას დოვლათი, ეს არის წარმატებული სახელმწიფოს საწყისი.

7. რას ეტყოდით ამომრჩევლებს, რატომ უნდა დაგიჭირონ მათ მხარი?

რადგანაც ვარ იმ გამოცდილი, ბრძოლაში გამოწრთობილი გუნდის აქტიური წარმომადგენელი, რომელიც ყოველთვის იდგა და გამოხატავადა ქვეყნის უმრავლესობის ინტერესებს, სოციალურ სამართლიანობას და დაცულობას, განათლებისა და ჯანდაცვის პრიროტეტიზაციას, ახლგაზრდების ხელშეწყობას. ბოლოს წელს განვითარებულმა მოვლენებმაც კიდევ ერთხელ ნათლად წარმოაჩინა ის, რომ სიტყვის, პრინციპებისა და იდეის ერთგული პარტია არის "ლეიბორისტული პარტია". ამიტომ ვიმსახურებთ ნდობის მანდატს.


ნანახია: 181-ჯერ

მსგავსი სიახლეები

ამინდი