Войти на сайт
Логин:
პაროლი:
რეგისტრაცია  :  დაგავიწყდა პაროლი?  :  დახურვა
Рекомендуем так же посмотреть фильмы и не забудьте о шаблоны dle на нашем ресурсе скачать аниме у нас на портале
ჩვენს შესახებ მოგვწერეთ კონტაქტი

უფასო მუნიციპალური ტრანსპორტი, უფასო საავადმყოფო და საწარმოები-რა გეგმა აქვს 'ლეიბორისტულ პარტიას' ქუთაისის გადასარჩენად?

თარიღი : 19-09-2021, 11:34 | კატეგორია: ახალი ამბები, არჩევნები, მთავარი თემა   
topnews.com.ge
საინფორმაციო სააგენტო Topnews.com.ge წარმოგიდგენთ რუბრიკას-"ჩემი არჩევანი".

რუბრიკის ფარგლებში, სააგენტო მკითხველს ქუთაისის მერობისა და საკრებულოს მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატების პროგრამას, მათ ხედვებსა და ქუთაისის განვითარებასთან დაკავშირებულ გეგმებს გააცნობს.

"ჩემი არჩევანი"-ს სტუმარი "ლეიბორისტული პარტიის" ქუთაისის საკრებულოს თავმჯდომარეობის კანდიდატი სამსონ გუგავაა.

1. რატომ გადაწყვიტეთ საკრებულოს თავმჯდომარეობა?

საკრებულოს თავმჯდომარეობა მიიღწევა საკრებულოს წევრთა ხმათა უმრავლესობით. ეს ნიშნავს საკრებულოში "ლეიბორისტული პარტიის" დომინაციას, რაც მოგვცემს შესაძლებლობას განვახორციელოთ ჩვენი წინასაარჩევნო პროგრამა, სრული კონტროლი გაუწიოთ აღმასრულებელ ხელისუფლებას და ქალაქი გავიყვანოთ განვითარების ახალ შესაძლებლობებზე.

2. როგორ ფიქრობთ, რა რესურსს ფლობთ იმისთვის, რომ მეტი სიკეთე მოუტანოთ ქალაქს და რა იქნება თქვენი სამოქმედო გეგმა არჩევნებში გამარჯვების შემთხვევაში?


ჩვენი სამოქმედო გეგმა გამომდინარეობს არსებული კატასტროფული სიტუაციიდან თავის დაღწევისა და განვითარების ახალ შესაძლებლობებზე გასვლის პერსპექტივით. უფრო კონკრეტულად კი ქალაქი, რომელსაც უმდიდრესი ისტორიული წარსული გააჩნია, დღეს დარჩენილია ფუნქციისა და პერსპექტივის გარეშე. ამის დაძლევა შესაძლებელია მიდგომით, სსადაც ადამიანი იქნება უმთავრესი ღირებულება, ასეთი მომავლის შესაქმნელად საჭიროა განათლებული, ჯანმრთელი და ეკონომიკურად ძლიერი და დაცული საზოგადოება.
ზემოთ აღნიშნულის მისაღწევად აუცილებელია, პოსტპანდემიური პერიოდის გათვალისწინებით, შეიქმნას უფასო მუნიციპალური საავადმყოფო, სადაც ყველა ჩვენს თანამოქალაქეს ექნება შესაძლებლობა დიაგნოსტიკიდან სრულ განკურნებამდე მიიღოს სრული მომსახურეობა სრულიად უფასოდ.

ასევე, მუნიციპალური ტრანსპორტი იქნება სრულიად უფასო (ბიუჯეტიდან დაფინანსებული). ეკონომიკური სიძლიერისათვის და ინვესტიციების მოსაზიდად ქალაქის გარეუბნებს მივანიჭებთ თავისუფალი ეკონომიკური ზონის სტატუსს, ეს კი შესაძლებელს გახდის ქალაქს დაუბრუნდეს ინდუსტრიული ცენტრის სტატუსი, რაც გააძლიერებს არამარტო ქალაქს ეკონომიკურად, არამედ იმერეთს მთლიანად.

ინფრასტრუქტურის სრული რეაბილიტაცია.

სტუდენტებისთვისა და აბიტურიენტებისათვის საგრანტო პროგრამები და უცხოეთში სწავლის გაგრძელების პერსპექტივა

პენსიონერთათვის, მათ შორის შეზღუდული შესაძლებლობის პირთათვის მეცამეტე პენსია ადგილობრივი ბიუჯეტიდან

გარე ვაჭრობისათვის სპეციალური სივრცეების მოწყობა ქალაქის იერსახის კეთილმოწყობის პერსპექტივით

დასაქმების ადგილების შექმნისა და დამატებითი შემოსავლების გაზრდის მიზნით, შეიქმნება ტრადიციული დარგების აღორძინების ხარჯზე მუნიციპალური საწარმოები, შემდგომში მისი გასხვისების პერსპექტივით.

3. რას თვლით დღეს ქუთაისის მთავარ პრობლემად?

ქალაქის და მთლიანად ქვეყნის უპირველესი პრობლემა სოციალური სიდუხჭირე და უპერსპექტივობის განცდაა რისი დაძლევაც შესაძლებელია ჩვენს მიერ წარმოდგენილი პროგრამით.

4. როგორ წარმოგიდგენიათ ქუთაისი 5 წლის შემდეგ?
მომავლის ქუთაისი წარმომიდგენია განვითარების ფერხულში ჩამდგარი ბედნიერი საზოგადოებით.

5. რა შეგიძლიათ გვითხრათ თქვენს მიერ ან თქვენი ინიციატივით მოსახლეობის და ქალაქის სასიკეთოდ გაკეთებული საქმეებიდან?
ლეიბორისტული პარტიის და მისი გუნდის დამსახურებაა ქუთაიში განახევრებული ტარიფი სტუდენტებისათვის. ის, რომ სასწრაფო სამედიცინო დახმარება უფასოა, ჩვენი დამსახურებაა. უამრავი წელი ქვეყნის მოსახლეობა იხდიდა ელ.ენერგიაზე შემცირებულ ტარიფს, საშუალო განათლება რომ უფასოა, ესეც ჩვენ მიღწევების ნაწილია, საავადმყოფოები გადავარჩინეთ მასიურ პრივატიზირებას, უამრავი საბავშვო ბაღი და სკოლები გადავარჩინეთ დახურვას. ეს არ არის ჩვენი მიღწევების სრული ჩამონათვალი. მოგვეცით შესაძლებლობა მეტად ვემსახუროთ ქალაქსა და ქვეყანას, ჯერი თქვენზეა.

6. რას ეტყოდით ოპონენტებს?

ემსახურეთ ხალხსა და ქვეყანას.

6. რას ეტყოდით ამომრჩევლებს, რატომ უნდა დაგიჭირონ მათ მხარი?

"ლეიბორისტული პარტიაა" დღეის მდგომარეობით ის ერთადერთი, რომელსაც შეუძლია ქალაქი და ქვეყანა გაიყვანოს განვითარების ახალ საფეხურზე, რისთვისაც საჭიროა არჩევნებზე მასიურად შემოხაზონ 10 ნომერი.


ნანახია: 232-ჯერ

მსგავსი სიახლეები

ამინდი